აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2013 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ
საანგარიშო პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა საქმიანობას ახორციელებდა საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის საფუძველზე, მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების მოთხოვნათა თანახმად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოგიდგენთ ანგარიშს აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე:
ა) 2013 წლის საანგარიშო პერიოდში წარმომადგენლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 245 (ორას ორმოცდახუთი) წერილი, საჯარო ინფორმაციის შესწორების შეტანის მოთხოვნით - 0;
ბ) დადებითი პასუხით დაკმაყოფილდა 244 (ორას ორმოცდაოთხი) წერილი, ხოლო უარყოფითი პასუხით 1 (ერთი) ფიზიკური პირის განცხადება, რადგანაც მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავდა სხვა ფიზიკური პირის პერსონალურ მონაცემს და არ არსებობდა თვით ამ პირის თანხმობა ან სასამართლო გადაწყვეტილება, აღნიშნული მონაცემის გაცემის თაობაზე;
გ) წარმომადგენლობას გააჩნია მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს წარმომადგენლობის მოხელეთა პერსონალურ მონაცემებს, ასავე ბაზა, რომელიც შეიცავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ პერსონალურ მონაცემებს, აღნიშნულ ბაზებზე წვდომა გააჩნიათ წარმომადგენლობის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
დ) საანგარიშო პერიოდში წარმომადგენლობის თანამშრომლებს არ დაურღვევიათ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, შესაბამისად არ მომხდარა დისციპლინური სახდელის დადება;
ე) წარმომადგენლობამ საჯარო ინფორმაცია გასცა უსასყიდლოდ.
ხელმძღვანელი დ. კეკელია