„2013-2014 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების იმ პროგრამულ მიმართულების/მიმართულებების განსაზღვრის შესახებ რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 24 ივნისის №79/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №210/ნ |
|
2013 წლის 25 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „2013-2014 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების იმ პროგრამული მიმართულების/მიმართულებების განსაზღვრის შესახებ, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 24 ივნისის №79/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 25/06/2013, სარეგისტრაციო კოდი 430060000.22.022.016599) და ბრძანების:
1. პირველი მუხლით დამტკიცებული „2013-2014 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესის და პირობების“ მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (შემდგომში − უნივერსიტეტები): ა) სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბ) სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; გ) სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; დ) სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ე) სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ვ) სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ზ) სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.“. 2. მე-2 მუხლით დამტკიცებული დანართის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3. ამ ბრძანების პირველი დანართის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2013 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებადია ადგილები შემდეგი ოდენობებით:
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|