ქალაქ ბათუმის მერია-2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ანგარიში ქ. ბათუმის მერიის მიერ საჯარო ინფორმაციის
გაცემისათვის გაწეული მუშაობის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ანგარიშს ქ. ბათუმის მერიის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის გაწეული მუშაობის შესახებ 2013 წლის 06 დეკემბრის მდგომარეობით.
ქ.ბათუმის მერია საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე ხელმძღვანელობს რა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" მოთხოვნებით, გარკვეულ მუშაობას ატარებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, დადგენილია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის საქმისწარმოების განყოფილების მთავარი სპეციალისტი. დამტკიცებულია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის სამსახურებრივი ინსტრუქცია, თვალსაჩინო ადგილას, სპეციალურ საინფორმაციო დაფაზე გამოკრულია პასუხისმგებელი პირის ვინაობა და საკონტაქტო ტელეფონები, სამსახურებრივი ინსტრუქცია და „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ" სამართლებრივი აქტის ასლი. საინფორმაციო დაფაზე ასევე განთავსებულია ქ. ბათუმის მერიის საჯარო მოსამსახურეთა ჩამონათვალი და საკონტაქტო ტელეფონები, რათა მოქალაქეებს შეეძლოთ ოპერატიულად დაკავშირება მათთვის საჭირო საჯარო მოხელესთან.
2013 წლის 06 დეკემბრის მდგომარეობით, ქ. ბათუმის მერიაში და საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის სახელზე შემოსულია 869 მომართვა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით. ყველა მათგანზე გაცემულია საჯარო ინფორმაციები ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დაცვით. გაცემული ინფორმაციების ქსეროასლების რაოდენობა შეადგენს A4 37,984 გვერდს, 2ც CD დისკი. შესაბამისად, გადახდილია ასლის გადაღებისათვის მოსაკრებელი თანხა 1168 ლარისა და 25 თეთრის ოდენობით. ადგილი არ ჰქონია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმას, შესაბამისად გასაჩივრების ფაქტებიც არ დაფიქსირებულა.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ ბათუმის მერია-2013 წლის ანგარიში“?
- დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „ქალაქ ბათუმის მერია-2013 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.12.2013.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ ბათუმის მერია-2013 წლის ანგარიში“?
- „ქალაქ ბათუმის მერია-2013 წლის ანგარიში“ მიღებულია 09.12.2013. მიმღები ორგანო — ქალაქ ბათუმის მერია. დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „ქალაქ ბათუმის მერია-2013 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.12.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საჯარო დაწესებულების ანგარიში „ქალაქ ბათუმის მერია-2013 წლის ანგარიში“, №0, 09.12.2013 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2148093/