საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის
ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე მიმდინარე წელს გაწეული მუშაობის შესახებ
მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო ინფორმაციის გაცემისა და საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით სულ შემოსულია 58 დოკუმენტი. მათ შორის: იურიდიული პირებიდან 28, ხოლო ფიზიკური პირებიდან 30. შემოსული 58 მოთხოვნიდან საჯარო ინფორმაციის გაცემას ეხება 55(94,8%), ხოლო საჯარო ინფორმაციაში შესწორებათა შეტანას 3(5,2%). საჯარო ინფორმაციის გაცემის 55 მოთხოვნიდან იურიდიულ პირებზე მოდის 28(50,9%) მოთხოვნა, ხოლო ფიზიკურ პირებზე 27(49,1%). საჯარო ინფორმაციაში შესწორებათა შეტანაზე სამივე მოთხოვნა ფიზიკური პირებიდანაა შემოსული.
საჯარო ინფორმაციის გაცემისა და საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნებიდან ყველაზე მეტი 16(27,6%) ეხება საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკადრო საკითხებს (გამგეობის სტრუქტურა, საშტატო ნუსხისა და შტატით გათვალისწინებულ თანამდებიოებზე დანიშნულ თანამშრომელთა შესახებ და ა.შ.): მიწისძვრასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება 5(8,6%); მიწის საკითხებს 4(6,9%); ტრანსპორტის საკითხებს 5(8,6%); მშენებლობის საკითხებს 2(3,5%), ხოლო სხვადასხვა საკითხებს 26(44,8%).
საჯარო ინფორმაციაში შესწორებათა შეტანის სამივე მოთხოვნა დაყენებულ იქნა მოქალაქეების მიერ და ეხებოდა საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებაში შესწორებების შეტანას. სამივე მოთხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა.
საჯარო ინფორმაციის გაცემისა და საჯარო ინფორმაციაში შესწორებათა შეტანაზე მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე არ ყოფილა მიღებული უარის თქმის არცერთი გადაწყვეტილება. ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა, გარდა ერთისა, რომელიც ეხებოდა გამგეობიდან ისეთი ინფორმაციის მიღებას, რომლის შემცველ დოკუმენტს გამგეობაში შენახვის ვადა გასული ჰქონდა და დოკუმენტი შესანახად გადაცემული იყო საჩხერის რაიონულ არქივში.
საჯარო ინფორმაციის გაცემისა და საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა დროულად, კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.
საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში შექმნილია საჯარო მონაცემთა ბაზა, რომლის გამოყენებაც ხდება არსებული წესის შესაბამისად.
საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეების მხრიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევებს ადგილი არ ჰქონია
საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე
გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ა. ნოზაძე