თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
2013 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის, ინფორმაციის მოთხოვნაზე
უარის თქმის და სხვა მონაცემების შესახებ
საჯარო ინფორმაციის გაცემისა და საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით შემოსულია 39 განცხადება; მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა.
მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებულია 39 გადაწყვეტილება; გადაწყვეტილების მიმღები მოსამსახურე: ნინო კირკიტაძე; კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა.
საჯარო მონაცემთა ბაზების შედგენა-განახლება და პერსონალური მონაცემების შეგროვება-დამუშავება ხორციელდება პერიოდულად, რაც გამოიყენება საჯარო ინფორმაციის გაცემის დროს.
საჯარო მოსამსახურეთა მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები არ დარღვეულა და შესაბამისად პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინარული სახდელიც არ დაკისრებულა.
საკანონმდებლო აქტების გამოყენება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვისას არ გამხდარა საჭირო, ასეთი ფაქტების არარსებობის გამო.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა და შესაბამისად არც გასაჩივრებულა.