ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ანგარიში
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად წარმოგიდგენთ ანგარიშს 2013 წელს გაწეული მუშაობის შესახებ
2013 წელს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოსულია 30 განცხადება.
საჯარო ინფორმაციის გაცემა ხდება ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, კანონით დადგენილი ვადის ფარგლებში.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ან ინფორმაციის დაგვიანების შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.
საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით განმცხადებლის მიერ გასაჩივრების ფაქტს ადგილი არ ქონია და მუნიციპალიტეტის გამგეობას კომპენსაციის სახით თანხა არავისთვის არ გადაუხდია.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის
მოვალეობის შემსრულებელი: ბექა ბაიდაური