ტექნიკური რეგლამენტის „სახელმწიფო (ეროვნული) ეტალონების შენახვისა და გაუქმების წესის“ დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №355 |
|
2013 წლის 24 დეკემბერი ქ.თბილისი |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად:
|
„სახელმწიფო (ეროვნული) ეტალონების შენახვისა და გაუქმების წესი“
ტექნიკური რეგლამენტი (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) ვრცელდება გაზომვის ერთეულის სახელმწიფო (ეროვნულ) ეტალონებზე (შემდგომში – ეტალონი) და ადგენს მათი შენახვისა და გაუქმების წესს.
2. ეტალონების დადგენილი წესით შენახვასა და გაუქმებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
ა) ეტალონის ვარგისობა – ეტალონის უნარი შეასრულოს თავისი დანიშნულება;
ბ) ეტალონის მეცნიერ-შემნახველი – სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც პასუხისმგებელია სახელმწიფო ეტალონების შენახვის, გამოყენებისა და შედარების, ეტალონზე დაკალიბრების ხარისხიანად შესრულებასა და ჩატარებული გაზომვების შედეგების სარწმუნოებაზე;
გ) დოკუმენტაცია ეტალონზე (შემდგომში „დოკუმენტები“) – არის დოკუმენტები ეტალონის, მისი შენახვისა და გამოყენების მეთოდების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ეტალონის შესახებ მონაცემთა გაერთიანებას, ეხება ეტალონის მიერ თავისი ფუნქციის შესრულების შესაძლებლობის შენარჩუნების პირობების განსაზღვრას და ხსენებული პირობების შესრულების კონტროლის განხორციელებას;
დ) მეტროლოგიური საიმედოობა – ეტალონის თვისება, განპირობებული მისი უნარით, უზრუნველყოს მოთხოვნილი სიზუსტის შენარჩუნება დადგენილი ვადის განმავლობაში და მოცემულ პირობებში;
ე) ეტალონის ატესტაციის მეთოდიკა – გაზომვის შესრულების მეთოდიკა გაზომვის ცდომილების დადგენილი მეტროლოგიური მახასიათებლების დადასტურებისა და ამ მახასიათებლების არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით.
ა) დოკუმენტაციის ინფორმაციული შემცველობა (შინაარსით) და ინფორმაციის ვარგისიანობა;
ბ) დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა.
2. დოკუმეტაციის ინფორმაციული შემცველობა მოიცავს:
ა) ეტალონის აღწერილობას, რომელიც შეიცავს ეტალონის შესახებ ტექნიკურ და მეტროლოგიურ მონაცემებსა და ეტალონის შენახვის და მოხმარების შესახებ შემდეგ ინფორმაციას:
ა.ა) ეტალონის მაიდენტიფიცირებელ სიმბოლოებს (დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი);
ა.ბ) ეტალონის ტიპი (ფიზიკური სიდიდე);
ა.გ) ეტალონის დანიშნულება;
ა.დ) ეტალონის გამოყენების პირობები და შეზღუდვები;
ა.ე) ერთეულის აღწარმოების სიზუსტე და დიაპაზონი;
ა.ვ) ეტალონის ფუნქციონირების და კონსტრუქციის პრინციპები;
ა.ზ)ეტალონის კომპლექტის აღწერა;
ა.თ) განხორციელებული ცვლილებების აღწერა.
ბ) ეტალონის ვარგისობის ვადას, რაც განისაზღვრება დოკუმენტებით, რომლებიც ადასტურებენ მეტროლოგიური მახასიათებლების ვარგისობას მითითებული ვადის განმავლობაში;
გ) მოთხოვნებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ეტალონისა და მის ფუნქციების სწორად გამოყენების პირობებს.
3. დოკუმენტები ეტალონზე მტკიცდება სააგენტოს მიერ და ინახება სახელმწიფო რეესტრში.
2. ეტალონის მიერ ვარგისობის ვადის განმავლობაში ფუნქციის შესანარჩუნებლად საჭიროა – მითითებების შემუშავება, რომლებიც ეხება ეტალონის შენახვის პირობებს და მათი შესრულების კონტროლს, ეტალონის კონტროლს, მის მოვლას, გამოყენებას, დაცვას და ამ მითითებების შესრულებას.
ა) ეტალონის შექმნის, დამზადების ტექნოლოგიისა და აწყობის დროს გამოყენებული მასალების, კვანძების, ელემენტების, დეტალების შესწავლითა და შეფასებით;
ბ) ეტალონზე დაკვირვების დროს მიღებული სისტემატური ექსპერიმენტული მონაცემების დამუშავებით.
ა) ეტალონის ფუნქციის დაკარგვა ან დაუშვებელი გაუარესება;
ბ) ეტალონის ან მისი დამხმარე მოწყობილობის დაკარგვა;
გ) შენახვისას უსაფრთხოების ტექნიკის ან დოკუმენტებით განსაზღვრული გარემო პირობების მოთხოვნების დარღვევა.
2. ეტალონების შენახვის ზოგად წესებს წარმოადგენს:
ა) ეტალონის შენახვა, როცა ის არ გამოიყენება, დოკუმენტში მითითებული პირობების მიხედვით;
ბ) ეტალონის შენახვაზე პასუხისმგებელი პირის – მეცნიერის შემნახველის განსაზღვრა, რომელიც ასევე პასუხისმგებელია მოცემული ეტალონის გამოყენებაზეც;
გ) ეტალონის მდგომარეობაზე რეგულარული კონტროლის უზრუნველყოფა.
2. ახლად შექმნილი ეტალონის დამტკიცებისა და სახელმწიფო რეესტრში შესატანად წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) მოხსენებითი ბარათი სააგენტოს სახელზე;
ბ) ეტალონის აღწერილობა;
გ) ეტალონის პასპორტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ყველა მისი მახასიათებელი მეტროლოგიური პარამეტრი;
დ) სტანდარტები და მეთოდური მითითებები ეტალონების შენახვისა და გამოყენების შესახებ;
ე) ეტალონის ატესტაციის მეთოდიკა;
ვ) რეკომენდაცია ეტალონის შემნახველ პასუხისმგებელ პირზე – მეცნიერ შემნახველზე.
3. ეტალონის ატესტაციისათვის სააგენტოს მოთხოვნით იქმნება კომისია, რომელიც მუშაობის დამთავრებისას წარმოადგენს დასკვნას ეტალონის მდგომარეობის შესახებ.
4. დოკუმენტები ეტალონის შესახებ განიხილება სააგენტოს მიერ.
5. დოკუმენტების განხილვის დადებითი შედეგების შემთხვევაში სააგენტო გამოსცემს განკარგულებას ეტალონის დამტკიცებისა და მისი სახელმწიფო რეესტრში შეტანის შესახებ.
ა) ეტალონის დოკუმენტაციაში მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის გამო;
ბ) ეტალონის მეტროლოგიური მონაცემები აღარ შეესაბამება ეტალონის დოკუმენტაციაში მითითებულ მონაცემებს.
2. გადაწყვეტილებას ეტალონის გაუქმების შესახებ იღებს სააგენტო.
3. ეტალონის გაუქმების შემთხვევაში სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ეტალონის ამოღება სახელმწიფო რეესტრიდან.