2014 წლის პირველი კვარტლისათვის თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებულთა ჰემო და პერიტონეული დიალიზისათვის საჭირო რაოდენობის სადიალიზე საშუალებების, მასალებისა და მედიკამენტების შეზღუდულ ვადაში შესყიდვისა და მიწოდების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1960
2013 წლის 13 დეკემბერი
ქ. თბილისი
2014 წლის პირველი კვარტლისათვის თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებულთა ჰემო და პერიტონეული დიალიზისათვის საჭირო რაოდენობის სადიალიზე საშუალებების, მასალებისა და მედიკამენტების შეზღუდულ ვადაში შესყიდვისა და მიწოდების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადაში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებულთათვის 2014 წლის პირველი კვარტლის უზრუნველსაყოფად საჭირო რაოდენობის ჰემო და პერიტონეული სადიალიზე საშუალებების, მასალებისა და მედიკამენტების შეზღუდულ ვადაში შესყიდვისა და მიწოდების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი