ტექნიკური რეგლამენტის „ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით დაკანონებულ გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაციის“ დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (5 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №370 |
|
2013 წლის 24 დეკემბერი ქ. თბილისი |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად:
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 11 ოქტომბრის №1-1/1108 ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტი „ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით დაკანონებულ გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაციის“ დამტკიცების შესახებ“.
|
„ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით დაკანონებულ გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაცია“
ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით დაკანონებული გაზომვის საშუალებების კლასიფიკაცია
1. ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით დაკანონებული გაზომვის საშუალებების კლასიფიკაცია ხორციელდება შემდეგი მეტროლოგიური მახასიათებლების შესაბამისად:
ა) გაზომვის დიაპაზონი;
ბ) გაზომვის ცდომილება;
გ) სიზუსტის კლასი;
დ) თანრიგი (სანიმუშო გაზომვის საშუალებების ცდომილებებისათვის).
2. დაკანონებული გაზომვის საშუალებების ცდომილებათა მეტროლოგიური მახასიათებლების მნიშვნელობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დაშვებული გაზომვის საშუალებების ტიპების რეესტრში რეგისტრირებულ მახასიათებლებს.
პასუხისმგებლობა, დაკანონებული გაზომვის საშუალებების დანიშნულების მიხედვით
დაკანონებული გაზომვის საშუალებების დანიშნულების მიხედვით გამოყენების დროს, ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლით გათვალისწინებული მახასიათებლების დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება გაზომვის საშუალებების მფლობელს.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ტექნიკური რეგლამენტის „ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით დაკანონებულ გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაციის“ დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის „ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით დაკანონებულ გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაციის“ დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.12.2013.
- როდის იქნა მიღებული „ტექნიკური რეგლამენტის „ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით დაკანონებულ გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაციის“ დამტკიცების შესახებ“?
- „ტექნიკური რეგლამენტის „ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით დაკანონებულ გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაციის“ დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 24.12.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №370. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.017535.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ტექნიკური რეგლამენტის „ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით დაკანონებულ გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაციის“ დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ტექნიკური რეგლამენტის „ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით დაკანონებულ გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაციის“ დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ტექნიკური რეგლამენტის „ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით დაკანონებულ გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაციის“ დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.12.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის „ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით დაკანონებულ გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაციის“ დამტკიცების შესახებ“, №370, 24.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017535 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2156274/