ტექნიკური რეგლამენტის „ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით დაკანონებულ გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაციის" დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.10.2006 ძალადაკარგული 24.12.2013
ნომერი
№1-1/1108
სარეგისტრაციო კოდი
300.180.000.22.024.009.475
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 145, 24/10/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.180.000.22.024.009.475

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/1108

2006 წლის 11 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ტექნიკური რეგლამენტის „ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით დაკანონებულ გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაციის“ დამტკიცების შესახებ

„გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე და „სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და აკრედიტაციის სფეროს მარეგულირებელი კანონების რეალიზაციის და ღონისძიებათა სამოქმედო გეგმის დამ­ტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 დეკემბრის №591 განკარგულების მე-10 პუნქტის შესასრულებლად:

1. დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენ­ტი „ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით დაკანონებულ გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაცია“ (დანართი 1).

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ი. ჩოგოვაძე

დანართი 1

ტექნიკური რეგლამენტი ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით დაკანონებულ გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაცია

1. დაკანონებული გაზომვის საშუალებების ცდო­მილებათა ხარისხის გათვალისწინებით კლასიფიკა­ცია ხორციელდება შემდეგი მეტროლოგიური მახასია­თებლების შესაბამისად:

ა) გაზომვის დიაპაზონი;

ბ) გაზომვის ცდომილება;

გ) სიზუსტის კლასი;

დ) თანრიგი (სანიმუშო გაზომვის საშუალებებისათ­ვის).

2. დაკანონებული გაზომვის საშუალებების ცდომილე­ბათა მეტროლოგიური მახასიათებლების მნიშვნელო­ბები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დაშვებული გაზომვის საშუალებების ტიპების რეესტრში რეგისტრირებულ მახასიათებლებს.

3. პასუხისმგებლობა დაკანონებული გაზომვის საშუალებების დანიშნულების მიხედვით გამოყენების დროს, ამ დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინე­ბული მახასიათებლების დაცვაზე ეკისრება გაზომვის საშუალებების მფლობელს.

4. დაკანონებული გაზომვის საშუალებების სახელმწი­ფო მეტროლოგიურ ზედამხედველობას განახორ­ციელებს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი უფლე­ბამო­სილი ორგანო.