ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2014 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (8)
შემდგომი ცვლილებები (5)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 |
|
2013 წლის 25 დეკემბერი ქ. ტყიბული
|
დ ა ა დ გ ი ნ ა:
|
განისაზღვროს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 4503.4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 1100,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 2853.4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 550 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 4488.4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 15.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
განისაზღვროს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 0 ლარის ოდენობით
|
განისაზღვროს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0 ლარის ოდენობით.
|
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება.
4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება, მოეწყოს სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები და შეჯიბრებები.
4.1.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სპორტულ სახეობათა სწავლების, სპორტსმენების საშეჯიბრო მივლინების ხარჯების, ასევე სხვადასხვა სპორტული ღონისძიებებისა და შეჯიბრებების დაფინანსება. ქვეპროგრამა განხორციელდება ა.ა.ი.პ. "ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის" სუბსიდირების გზით.
4.1.2. სპორტული ობიექტების მოვლა–შენახვის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 01 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში სპორტული ობიექტების მოვლა-შენახვის ხარჯების დაფინანსება: სპორტსასახლის, საცურაო აუზის, ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის, მარტივი ტიპის სპორტული მინისტადიონებისა და სხვადასხვა სპორტული ინვენტარის მოვლა-შენახვა.
ქვეპროგრამა განხორციელდება ა.ა.ი.პ. "ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტული კომპლექსის" სუბსიდირების გზით.
4.1.3.ფეხბურთის ხელშეწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 01 03)
ქვეროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში ფეხბურთის განვითარების თანადაფინანსება, სადაც შედის საფეხბურთი კლუბი "მეშახტის", კლუბის ბაზის შენახვა, მწვრთნელთა და პროფესიონალ ფეხბურთელთა ხელფასები, სატურნირო მივლინების ხარჯები. ასევე ფინანსდება კლუბთან შექმნილი ბავშვთა ფეხბურთის ჯგუფების სწავლება და სატურნირო ხარჯები.
ქვეპროგრამა განხორციელდება შ.პ.ს. "მეშახტის" სუბსიდირების გზით.
4.1.4. ჭადრაკის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 01 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა საჭადრაკო ტურნირებისა და ადგილობრივი საჭადრაკო ღონისძიებების ხარჯების დაფინანსება.
ქვეპროგრამა განხორციელდება ,,ტყიბულის რაიონული საჭადრაკო ფედერაციის'' სუბსიდირების გზით.
4.1.5. სპორტისა და დასვენების ობიექტების მოწყობა–რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 05 01 05)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქ. ტყიბულში არსებული სპორტსასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.
4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02)
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული და ახალგაზრდული პროგრამები და ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები.
დაფინანსდება კულტურის საქალაქო ცენტრის, ხელოვნებისა და სამხატვრო სკოლების, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის, სასოფლო კლუბების, ბიბლიოთეკების, ახალგაზრდული ცენტრის ღონისძიებები. ქვეპროგრამა განხორციელდება ა.ა.ი.პ. "ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანების", ,,ტყიბულის თეატრის", ,,სამხატვრო სკოლის", ,,ხელოვნების სკოლის", მოსწავლე ახალგაზდობის სასახლის" სუბსიდირების გზით.
4.3. ტელემაუწყებლობისა და საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 03)
პროგრამის ფარგლებში კვლავ გაგრძელდება ადგილობრივი ტელესტუდიისა და საგამომცემლო საქმიანობის ფინანსური მხადაჭერა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე სოციალ-ეკონომიკური, კულტურული, სპორტული და მოსახლეობისათვის აქტუალური ინფორმაციების გასაშუქებლად.
პროგრამა განხორციელდება შ.პ.ს. ,,ტყიბულინფორმის" სუბსიდირების გზით.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური დახმარებებას. გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
5.1. ჯანდაცვის პროგრამები (პროგრამული კოდი 06 01)
პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
ა) გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობის სისტემით მიღებული ინფორმაციის რეგისტრაცია, პირველადი ეპიდკვლევის განხორციელება და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვა–განხორციელება;
ბ) ცხოველთა მიერ ადამიანთა დაზიანების შემთხვევების აღრიცხვა და სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სამსახურთან ერთად ეპიდზედამხედველობის განხორციელება;
გ) მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის დაწესებულებებში დაავადებათა რეგისტრაცია, შეტყობინება და მონიტორინგი;
დ) მუნიციპალიტეტში სამედიცინო დაწესებულებებისათვის ვაქცინებისა და ასაცრელი მასალის მიღება, რეგისტრაცია, გაცემა და ,,ცივი ჯაჭვის'' ფუნქციონირებაზე ზედამხედველობა;
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამტანების ფაუნის გავრცელების შესწავლა და პრევენციული ღონისძიებების გატარება და კონტროლი;
ვ) სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებში პარაზიტულ დაავადებათა პირველადი ეპიდკვლევა.
5.2. სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02)
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება, ასევე მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა უფასო სასადილოში კვებით უზრუნველყოფას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
5.2.1. ინდივიდუალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილი შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებით ხდება მოსახლეობის სხვადასხვა სახის სამედიცინო და სოციალური ხარჯებთან დაკავშირებული ფინანსური დახმარებ;.
5.2.2. ახალშობილთა დახმარებები (პროგრამული კოდი 06 02 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალშობილთა ოჯახებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება 200 ლარის ოდენობით;
5.2.3. სარიტუალო ხარჯების დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში); იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 200 ლარის ოდენობით;
5.2.4. უმწეოთა კვება (პროგრამული კოდი 06 02 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი და უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა ყოველდღიურად კვებით უზრუნველყოფა შესაბამის უფასო სასადილოში;
5.2.5. ხანძრით, ბუნებრივი კატასტროფით და სხვა მიზეზით დაზარალებულთა დახმარებები (პროგრამული კოდი 06 02 05)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ხანძრით, ბუნებრივი კატასტროფით და სხვა მიზეზით დაზარალებულთა ფინანსური დახმარებები;
5.2.6. სამამულო ომის ვეტერანაბისა და საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ პირთა ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 06)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სადღესასწაულო დღეებში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ პირთა ოჯახების ფინანსური დახმარება.
განისაზღვროს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
|