1. თუ განრიდების სუბიექტი იკისრებს საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს შესრულებას, როგორც განრიდების პირობას, პროკურორი პრობაციის ბიუროს უგზავნის ინფორმაციას ამ პირის მიერ ნაკისრი განრიდების პირობის შესახებ, რის შემდეგაც პრობაციის ბიურო განრიდების სუბიექტს განუსაზღვრავს სამუშაოს სახესა და ყოველდღიურ ხანგრძლივობას.

2. განრიდების სუბიექტის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს შესრულებაზე ვრცელდება ამ კანონის დებულებანი მათი შინაარსის გათვალისწინებით.

საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6215 – ვებგვერდი, 29.05.2012