ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.12.2013 ძალადაკარგული 16.01.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№32
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.114.016180
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

 

    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება   №32

2013 წლის 27 დეკემბერი

დ. ჩოხატაური

 

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 16 მუხლის მე-3 პუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი (თან ერთვის);
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის N53 დადგენილება - ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესების დამტკიცების შესახებ“;
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეანტონ ხუნდაძე



დანართი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის  2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური

                           დახმარების გაცემისა და მიღების წესი

წინამდებარე წესი აწესრიგებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან „სოციალური დაცვის“ მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების დანიშვნასთან და გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარებების დანიშვნასა და გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, მათი დანიშვნისა და გაცემის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს.


თავი I
სოციალური დახმარების სახეები

მუხლი 1. ფულადი სოციალური დახმარების სახეები
  
1. ფულადი სოციალური დახმარების სახეები, რომლებიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან გაცემას ექვემდებარება, შემდეგია:
ა) დედ-მამით ობოლი ბავშვებისადმი ყოველთვიური დახმარება;
ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე მეომრებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების სარიტუალო მომსახურება;
გ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისადმი ერთჯერადი დახმარება;
დ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა ქვრივებისადმი მატერიალური დახმარება;
ე) მარტოხელა  მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება;
ვ) ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირთა ფულადი დახმარება;
ზ) დევნილთა  დახმარება;
თ) მძიმე საცხოვრებელ პირობებში, უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება (გამონაკლის შემთხვევაში ბინის შეძენა ან დაქირავება).
ი) მძიმე ეკონომიურ პირობებში მყოფი ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება.
კ) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება;
ლ) თირკმლის უკმარისობით დაავადებული პირების დახმარება, რომლებიც გადიან დიალეზის კურსს .
მ) ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარება.
ნ) 0 დან 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვების დახმარება;
2. ამ მუხლის     პირველ პუნქტში ჩამოთვლილი სოციალური დახმარების სახეები და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება,  დედ-მამით ობოლი ბავშვების ყოველთვიური დახმარება, თირკმლის უკმარისობით დაავადებული პირების დახმარება, რომლებიც გადიან დიალეზის კურსს, ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარება,       0 დან 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვების დახმარება  - ყოველთვიური ხასიათისაა და მთელი წლის განმავლობაში გაიცემა, ხოლო სოციალური დახმარების სხვა დანაჩენი სახეები ერთჯერადი ხასიათისაა და მათი გაცემა ერთჯერადად ხდება.

მუხლი 2. არაფულადი სოციალური დახმარების სახეები
   
1.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია შემდეგი სახის არაფულადი სოციალური დახმარებები:
ა) 18-წელს ზევით ასაკის პირების, რომელთა სარეიტინგო ქულაა 70001-დან  120 000-მდეა  სამედიცინო სტაციონარულ მომსახურებაზე და მედიკამენტების შეძენაზე დახმარება;
ბ) 18 წელს ზევით ასაკის მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სამედიცინო სტაციონარულ  მომსახურებისა და მედიკამენტების შეძენაზე დაფინანსება;
გ) ონკოლოგიური დაავადებით დაავადებულთა სამედიცინო სტაციონარული მომსახურებისა და მედიკამენტების შეძენაზე დაფინანსება;
დ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა და ომში დაღუპულთა ქვრივებისადმი მედიკამენტებისა  და ზამთრის სეზონისათვის სათბობის შეძენაზე   დახმარება;
ე) 0–დან 18 წლამდე ასაკის  ბავშვების  სტაციონარული სამედიცინო მომსახურებაზე  დახმარება;
ვ) შშმ ბავშვების სამედიცინო სტაციონარულ მომსახურებაზე დახმარება;
ზ)  ახალშობილთა ოჯახებზე დახმარება.

თავი II
ერთჯერადი ფულადი დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და მის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია

მუხლი 3.  ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება
  
1. ახალშობილებს, რომლის ერთ-ერთი მშობელი მაინც რეგისტრირებულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ორივე მშობლის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტია და ბავშვის დაბადების მომენტში მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 57001 დან 120 000 მდე,  გაეწევათ ერთჯერადი ფულადი დახმარება.
2. დახმარების მისაღებად ახალშობილის ერთ-ერთმა მშობელმა  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) ერთ-ერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ქორწინების მოწმობის ასლი არსებობის შემთხვევაში;
დ) ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი;
ე) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ;
ვ) საბანკო ანგარიშის მონაცემები;
ზ) სოფლის რწმუნებულის ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში).
3. ახალშობილთა  ოჯახებზე ფულადი დახმარების ოდენობა განისაზღვროს 200 (ორასი) ლარის ოდენობით;
4. ახალშობილის მშობელმა დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის გამგეობას უნდა მიმართოს ერთი წლის ვადაში.
5. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.

მუხლი 4. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე მეომრებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების სარიტუალო მომსახურება
  
1. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილ უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) ომის მონაწილის პლასტიკური ბარათის ქსეროასლი ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის განყოფილებიდან, რომ გარდაცვლილი იყო ომის მონაწილე პენსიონერი;
გ) ომის ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ე) ცნობა განმცხადებლის საბანკო ანგარიშის შესახებ.
2. თანხა გაიცემა 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.

მუხლი 5. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისადმი ერთჯერადი დახმარება
   
1. ქ.თბილისში 1989 წლის 9 პრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის, აფხაზეთის კონფლიქტისა და სამაჩაბლოში რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული აგრესიის შედეგად დაღუპულთა ოჯახები და ქ.თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად მოწამლული პირები ერთჯერადად მიიღებენ ფულად დახმარებას თითოეული 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, აგრეთვე ზამთრის სეზონთან დაკავშირებით სათბობის შესაძენად თითოეული ოჯახი დამატებით მიიღებს 200 (ორასი) ლარს.
2. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.

მუხლი 6. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა ქვრივებისადმი ერთჯერადი ფულადი დახმარება
  
1. დახმარება გაიცემა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე, 2014 წლის 9 მაისს, დაზუსტებული სიის მიხედვით.
2. ომის თითოეულ მონაწილესა და ომში დაღუპულთა ქვრივებზე გაიცემა 250 (ორასორმოცდაათი) ლარი.

მუხლი 7. მარტოხელა, მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება (რომელთაც არ ჰყავთ პირდაპირი მემკვიდრე დედა, მამა, მეუღლე, ბებია, ბაბუა, შვილი, გერი, შვილიშვილი)
  
1. სარიტუალო მომსახურების თანხის მისაღებად მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნას:
ა) დაკრძალვის ხარჯის გამღების წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობა;
დ) ცნობა განმცხადებლის საბანკო ანგარიშის შესახებ;
ე) შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის შუამდგომლობა.
2. მარტოხელა მიცვალებულის სარიტუალო მომსახურების ხარჯი ანაზღაურდება 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3. თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.

მუხლი 8. ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება
  
1. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ხანდაზმული პირის წერილობითი განცხადება;
ბ) ხანდაზმული პირის პირადობის მოწმობის  ასლი;
გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის განყოფილებიდან ხანდაზმული პირის პენსიონერობის შესახებ;
დ) ცნობა განმცხადებლის საბანკო ანგარიშის შესახებ.
2. თითოეულ ხანდაზმულ პირზე წლის განმავლობაში გაიცემა 300 (სამასი) ლარი. მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.

მუხლი 9. დევნილთა დახმარება
  
1. დევნილთა დახმარების პროგრამა მოიცავს შემდეგ ქვეპროგრამებს:
ა) ზამთრისათვის საჭირო სათბობის შესაძენად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აღრიცხვაზე მყოფ დევნილთა თითოეულ ოჯახს ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე გადაერიცხება 200 (ორასი) ლარი ერთჯერადად;
ბ) დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილი დევნილის ოჯახი ერთჯერადად მიიღებს 250 (ორასორმოცდაათი) ლარს;
გ) სხვა გარდაუვალ აუცილებლობასთან დაკავშირებით დევნილის ოჯახი მიიღებს ერთჯერადი დახმარების სახით 100 (ასი) ლარს.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა  წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი:
გ) დევნილის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
დ) დევნილი პირის გარდაცვალების ცნობა, დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში;
ე) ცნობა განმცხდებლის საბანკო ანგარიშის შესახებ.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოქალაქემ მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობის ასლი, დევნილის მოწმობის ასლი, ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ.
4. თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.

მუხლი 10. მძიმე საცხოვრებელ პირობებში, უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება (გამონაკლის შემთხვევაში ბინის შეძენა ან დაქირავება).
    
1. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ.
2. სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახთა მდგომარეობას შეისწავლის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა სამსახური.
3. სამსახურის მიერ სახლის დაზიანების ხარისხის მიხედვით შეირჩევა ოჯახები და სათანადო დასკვნის საფუძველზე გაიცემა  შესაბამისი დახმარება.
4. თითოეულ მათგანს დახმარება გაეწევა 2000(ორიათასი) ლარამდე ოდენობით ერთჯერადად სახლის დაზიანების ხარისხის მიხედვით, ხოლო ბინის ქირის ხარჯი, ყოველთვიურად არაუმეტეს 100 (ასი) ლარისა  გამონაკლის შემთხვევაში (ბინის შეძენა, უბედური შემთხვევა) არა უმეტეს 5000(ხუთიათასი)  ლარისა.
5. დახმარება გაიცემა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.

მუხლი 11. მძიმე ეკონომიურ პირობებში მყოფი ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება.
  
1. მძიმე ეკონომიურ პირობებში მყოფ ოჯახებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 57 001-დან 120 000-მდე გაეწევათ ერთჯერადი ფულადი დახმარება.
2. დახმარება გაეწევათ იმ ოჯახებს, რომლის წევრები არიან უმუშევრები, შრომის უუნარო ან შრომის უნარმოკლებულები და დახმარების თხოვნის მომენტში სხვადასხვა მიზეზების გამო უკიდურეს გასაჭირს განიცდიან.
3. განმცხადებელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის შუამდგომლობა ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ;
დ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ;
ე) ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ.
4. მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფი ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი  დახმარება გაიცემა 150 (ასორმოცდაათი) ლარამდე ოდენობით.
5. დახმარება გაიცემა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.

თავი III
ყოველთვიური ფულადი სოციალური დახმარების ბენეფიციართა

კატეგორიები და მის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია


მუხლი 12. დედ-მამით ობოლი ბავშვებისადმი დახმარება
  
1. დედ-მამით ობოლი ბავშვების კანონიერმა წარმომადგენელმა დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) კანონიერი წარმომადგენელის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ან პირადობის მოწმობის ასლი;
ე) ცნობა კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის შესახებ.
2. დახმარება გაიცემა ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 100 (ასი)      ლარის ოდენობით, მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.

მუხლი 13. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება
  
1. მრავალშვილიან ოჯახებზე, რომლებსაც ჰყავთ ოთხი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში- გაიცემა ყოველთვიური ფულადი დახმარება,თუ მათი სარეიტინგო ქულა 10 000-ზე ნაკლებია, 57 000-ზე მეტია და არ აღემატება 120 000-ს.
2. დახმარების დასანიშნად მშობლებმა მუნიციპალიტეტის გამგერობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) ერთ-ერთი მშობლების პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) ცნობა განმცხადებლის საბანკო ანგარიშის შესახებ;
ე) ცნობა ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ.
3. ფულადი დახმარება განისაზღვრება თითოეულ ბავშვზე თვეში 25 ლარის ოდენობით.
4. ყოველთვიური ფულადი დახმარება ირიცხება განმცხადებლის პირად ანგარიშზე.
5. თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.

თავი IV
არაფულადი სოციალური დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და მის

მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია


მუხლი 14. ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარება
  
1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან დახმარების მიმღებნი არიან ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვები, რომლებიც საჭიროებენ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მკურნალობასა და ცილაგამოცლილი პროდუქტებით კვებას.
2. დახმარება გაიცემა მშობელთა ან კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნის შესაბამისად. თანხა ხელშეკრულების საფუძველზე გადაერიცხება პროდუქტების შემომტან ორგანიზაციას, ხოლო ფულადი დახმარების შემთხვევაში კი ბენეფიციარის მშობელ /კანონიერ წარმომადგენელს პირად ანგარიშზე.
3. დახმარების მისაღებად ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების ერთ-ერთმა მშობლებმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის საკრებულოში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ფორმა N100;
დ) ბავშვის დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი;
ე) ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ.
4. ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ბენეფიციარის მშობლის /კანონიერი წარმომადგენლის მიმართ ამ მუხლის მესამე პუნქტის „ე“, ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება.
5. ფულადი დახმარება გაიცემა ყოველთვიურად მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტარაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე, თითოეულ ბავშვზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

მუხლი 15. 18 წელს ზევით  ასაკის პირების, რომელთა სარეიტინგო ქულაა 70001-დან 120 000-მდეა  სამედიცინო სტაციონარულ მომსახურებაზე და მედიკამენტების შეძენაზე დახმარება. 
   
1. 18 წელს ზევით  ასაკის იმ პირებზე, რომლებიც საჭიროებენ სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებას, მედიკამენტების შეძენას და რომელთა სარეიტინგო ქულა 70 001-დან 120 000-მდეა, გაეწევათ ერთჯერადი დახმარება.
2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ)  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა N100);
დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა;
ე) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ;
3. დაფინანსდება ის თანხა რომელსაც არ აფინანსებს სახელმწიფო პროგრამა არაუმეტეს 400 (ოთხსი) ლარისა, ხოლო მედიკამენტების შესაძენი თანხა არაუმეტეს 100 (ასი) ლარისა.
4. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.

მუხლი 16. 18 წელს ზევით ასაკის მკვეთრად გამოხატული  შშმ პირების  სამედიცინო სტაციონარულ მომსახურებაზე და მედიკამენტების შეძენაზე დახმარება. 
  
1. 18 წელს ზევით ასაკის მკვეთრად გამოხატული შშმ პირები, რომლებიც საჭიროებენ სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებას და მედიკამენტების შეძენას  გაეწევათ ერთჯერადი  დახმარება.
2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა N100);
დ) შშმ პირის დამადასტურებელი საბუთი;
ე) სამედიცინო დაწესებულების მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა;
ვ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ;
3. დაფინანსდება ისსამედიცინო მომსახურება, რომელსაც არ აფინანსებს სახელმწიფო პროგრამა არაუმეტეს 400 (ოთხსი) ლარისა, ხოლო მედიკამენტების შესაძენი თანხა არაუმეტეს 100 (ასი) ლარისა.
4. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.

მუხლი 17. 0-დან 18  წლამდე  ასაკის ბავშვებს რომელთაც ოჯახებს მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 57001- დან 120 000-მდე სამედიცინო  სტაციონარულ მომსახურებაზე დახმარება.
  
1. 0-დან 18 წლამდე ასაკის  ბავშვები, რომელებიც საჭიროებენ სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებას და რომელთა ოჯახებს მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა57001 დან 120 000- მდე  გაეწევათ ერთჯერადი დახმარება.
2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან და ანგარიშ-ფაქტურა;
ე) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ;
3. დააფინანსდება დარჩენილი 20% არაუმეტეს 300 ლარისა.
4. თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.

მუხლი 18. 0-დან 18 წლამდე ასაკის  შშმ  ბავშვების  სამედიცინო  სტაციონარულ მომსახურებაზე დახმარება.
  
1. 0-დან 18 წლამდე ასაკის შშმ  ბავშვები, რომელებიც საჭიროებენ სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებას   გაეწევათ  ერთჯერადი დახმარება.
2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან და ანგარიშ-ფაქტურა;
ე) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ;
ვ) შშმ პირის დამადასტურებელი საბუთი;
3. დაფინანსდება დარჩენილი 20% არაუმეტეს 300 ლარისა.
4. თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.

მუხლი 19. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა ქვრივებისათვის მედიკამენტების შეძენასა და ზამთრის სეზონისათვის სათბობის შეძენაზე დახმარება.
  
1. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა N100);
დ) შესაბამისი სააფთიაქო  დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურა;
ე)  მეორე     მსოფლიო ომის ვეტერანის  მოწმობის ასლი;
ვ)  ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ.
2. მედიკამენტების შესაძენი თანხა განისაზღვროს 150 (ასორმოცდაათი) ლარის ფარგლებში წლის განმავლობაში, ხოლო სათბობის შესაძენი თანხა 200 (ორასი) ლარით.
3. თანხა ჩაირიცხოს შესაბამის სააფთიაქო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, ხოლო სათბობის შესაძენი თანხა ბენეფიციარის პირად ანგარიშზე მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიადულაურ - ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.
4. სათბობის შეძენასთან დაკავშირებით პირველი მუხლის „ა“,“გ“,“დ“  ქვეპუნქტები არ ვრცელდება.

მუხლი 20. ონკოლოგიური დაავადებით დავადებულთა სამედიცინო სტაციონარული მომსახურებაზე და მედიკამენტების შეძენაზე დახმარება
  
1. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა №100);
დ) შესაბამისი სამედიცინო/სააფთიაქო დაწესებულებიდან ანგარიშ-ფაქტურა.
2. დაფინანსდება სამედიცინო მომსახურება,  რომელსაც არ აფინანსებს სახელმწიფო პროგრამა, სამედიცინო მომსახურებაზე გაიცეს თითოეულ ავადმყოფზე არაუმეტეს 400 (ოთხასი) ლარისა,ხოლო მედიკამენტების შესაძენი თანხა არაუმეტეს 150 (ასორმოცდაათი) ლარისა.
3. თანხა ჩაირიცხოს შესაბამის სამედიცინო/სააფთიაქო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.

მუხლი 21. თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარება, რომლებიც გადიან დიალიზის კურსს
  
1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან არაფულადი დახმარების მიმღები არიან თირკმლის უკმარისობით დაავადებული პირები, რომლებიც საჭიროებენ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დიალეზის კურსის ჩატარებას.
2. დახმარების მისაღებად პიროვნებამ მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა დიალიზის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ;
დ) ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ.
ე) თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.

მუხლი 22. ოჯახებს რომლებსაც ჰყავთ  0 დან 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვების დახმარება
  
1. 0 და 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვებს, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 57001 და 150 000 მდე გაეწევათ ყოველთვიური ფულადი დახმარება კომუნალური მომსახურების ხარჯების დასაფარად.
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარის ერთ-ერთმა მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) შშმ სტასუსის დამადასტურებელი მოწმობა;
ბ) შშმ პირის პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი;
გ) შშმ პირის მშობლის /კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტი;
3. თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.თითოეულზე 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით.

თავი V
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება

მუხლი 23. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი უწყება
  
1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებათა მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა სამსახური.
2. სამსახური პასუხისმგებელია ასევე მუნიციპალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.

მუხლი 24. ბენეფიციარის მიერ სოციალური დახმარების დასანიშნად ან მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა
  
1. სოციალური დახმარების დასანიშნად ან მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს (საკრებულოს თავმჯდომარე).
2. გამგეობის შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციას ქრონოლოგიურად, სპეციალურ, დანომრილ, ბეჭედ დასმულ და ზონარ გაყრილ ჟურნალში.
3. გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში რეგისტრაციისას, წერილობით განცხადებაზე ასლების სახით თანდართული ყველა დოკუმენტი ადმინისტრაციული სამსახურის პასუხისმგებელი თანამშრომლის მიერ უნდა შედარდეს დედანთან. წარმოდგენილი პირველადი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის გამგეობა.
4. გამგეობაში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციითურთ მათ შესასწავლად და სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე შესაბამისი ბრძანების პროექტის მოსამზადებლად ეგზავნება სოციალურ საკითხთა სამსახურს.

მუხლი 25. სამსახურის მიერ განცხადებების განხილვა
    
1. მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსულ განცხადებებს განიხილავს სოციალურ საკითხთა სამსახური.
2. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში სამსახურის ბრძანების პროექტის საფუძველზე მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) გაიცემა სოციალური დახმარებები.

მუხლი 26. სამსახურის მიერ გადაწყვეტილების მიღება
   
1. სამსახური სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.
2. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
3. სამსახური უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატურ შემოწმებას, რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების დანიშვნის გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეში. ცვლილებებში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახების გამოვლენა  ან გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება-კლება, ბავშვების სრულწლოვანების დადგენა, სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახის მიერ საცხოვრებელი სახლის ან ბინის  შეძენა და ა.შ.
4. ყოველთვიური ინფორმაცია დახმარების ახალი დანიშვნის ან შეწყვეტის შესახებ, დასკვნის სახით, სამსახურის უფროსის მიერ ეგზავნება მუნიციპალიტეტის გამგებელს ხელმოსაწერად კონტინგენტის მონაცვლეობის სიებთან ერთად.

მუხლი 27. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
   
1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ, რომელიც სამსახურის ბრძანების პროექტის საფუძველზე გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
2. გამგებლის ბრძანებით განისაზღვრება ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა და ინიშნება სოციალური დახმარება.
3. გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია წინამდებარე წესის მე-15, მე-16, მე-17, მე-18 და მე-20  მუხლებით გათვალისწინებულ ბენეფიციართათვის სასწრაფო სამედიცინო და სასწრაფო სამედიცინო სტაციონარული მომსახურების  თანადაფინანსება და როდესაც დაყოვნებამ შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიოს, დახმარება შეიძლება გაიცეს სამსახურის ბრძანების პროექტის გარეშეც, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით).


მუხლი 1

დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი (თან ერთვის);

მუხლი 2🔗

ძალადაკარგულად გამოცხადდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის N53 დადგენილება - ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესების დამტკიცების შესახებ“;

მუხლი 3🔗

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეანტონ ხუნდაძე

დანართი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის  2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური                            დახმარების გაცემისა და მიღების წესი

წინამდებარე წესი აწესრიგებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან „სოციალური დაცვის“ მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების დანიშვნასთან და გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარებების დანიშვნასა და გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, მათი დანიშვნისა და გაცემის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს.


თავი I
სოციალური დახმარების სახეები

მუხლი 1. ფულადი სოციალური დახმარების სახეები

1.

ფულადი სოციალური დახმარების სახეები, რომლებიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან გაცემას ექვემდებარება, შემდეგია:

ა)

დედ-მამით ობოლი ბავშვებისადმი ყოველთვიური დახმარება;

ბ)

საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე მეომრებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების სარიტუალო მომსახურება;

გ)

საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისადმი ერთჯერადი დახმარება;

დ)

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა ქვრივებისადმი მატერიალური დახმარება;

ე)

მარტოხელა  მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება;

ვ)

ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირთა ფულადი დახმარება;

ზ)

დევნილთა  დახმარება;

თ)

მძიმე საცხოვრებელ პირობებში, უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება (გამონაკლის შემთხვევაში ბინის შეძენა ან დაქირავება).

ი)

მძიმე ეკონომიურ პირობებში მყოფი ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება.

კ)

მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება;

ლ)

თირკმლის უკმარისობით დაავადებული პირების დახმარება, რომლებიც გადიან დიალეზის კურსს .

მ)

ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარება.

ნ)

0 დან 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვების დახმარება;

2.

ამ მუხლის     პირველ პუნქტში ჩამოთვლილი სოციალური დახმარების სახეები და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება,  დედ-მამით ობოლი ბავშვების ყოველთვიური დახმარება, თირკმლის უკმარისობით დაავადებული პირების დახმარება, რომლებიც გადიან დიალეზის კურსს, ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარება,       0 დან 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვების დახმარება  - ყოველთვიური ხასიათისაა და მთელი წლის განმავლობაში გაიცემა, ხოლო სოციალური დახმარების სხვა დანაჩენი სახეები ერთჯერადი ხასიათისაა და მათი გაცემა ერთჯერადად ხდება.

მუხლი 2. არაფულადი სოციალური დახმარების სახეები
1.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია შემდეგი სახის არაფულადი სოციალური დახმარებები:

ა)

18-წელს ზევით ასაკის პირების, რომელთა სარეიტინგო ქულაა 70001-დან  120 000-მდეა  სამედიცინო სტაციონარულ მომსახურებაზე და მედიკამენტების შეძენაზე დახმარება;

ბ)

18 წელს ზევით ასაკის მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სამედიცინო სტაციონარულ  მომსახურებისა და მედიკამენტების შეძენაზე დაფინანსება;

გ)

ონკოლოგიური დაავადებით დაავადებულთა სამედიცინო სტაციონარული მომსახურებისა და მედიკამენტების შეძენაზე დაფინანსება;

დ)

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა და ომში დაღუპულთა ქვრივებისადმი მედიკამენტებისა  და ზამთრის სეზონისათვის სათბობის შეძენაზე   დახმარება;

ე)

0–დან 18 წლამდე ასაკის  ბავშვების  სტაციონარული სამედიცინო მომსახურებაზე  დახმარება;

ვ)

შშმ ბავშვების სამედიცინო სტაციონარულ მომსახურებაზე დახმარება;

ზ)

ახალშობილთა ოჯახებზე დახმარება.თავი II

ერთჯერადი ფულადი დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და მის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია

მუხლი 3.  ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება

1.

ახალშობილებს, რომლის ერთ-ერთი მშობელი მაინც რეგისტრირებულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ორივე მშობლის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტია და ბავშვის დაბადების მომენტში მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 57001 დან 120 000 მდე,  გაეწევათ ერთჯერადი ფულადი დახმარება.

2.

დახმარების მისაღებად ახალშობილის ერთ-ერთმა მშობელმა  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:

ა)

წერილობითი განცხადება;

ბ)

ერთ-ერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ)

ქორწინების მოწმობის ასლი არსებობის შემთხვევაში;

დ)

ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი;

ე)

ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ;

ვ)

საბანკო ანგარიშის მონაცემები;

ზ)

სოფლის რწმუნებულის ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში).

3.

ახალშობილთა  ოჯახებზე ფულადი დახმარების ოდენობა განისაზღვროს 200 (ორასი) ლარის ოდენობით;

4.

ახალშობილის მშობელმა დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის გამგეობას უნდა მიმართოს ერთი წლის ვადაში.

5.

დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.

მუხლი 4. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე მეომრებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების სარიტუალო მომსახურება

1.

დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილ უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა)

წერილობითი განცხადება;

ბ)

ომის მონაწილის პლასტიკური ბარათის ქსეროასლი ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის განყოფილებიდან, რომ გარდაცვლილი იყო ომის მონაწილე პენსიონერი;

გ)

ომის ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ)

განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ე)

ცნობა განმცხადებლის საბანკო ანგარიშის შესახებ.

2.

თანხა გაიცემა 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.

მუხლი 5. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისადმი ერთჯერადი დახმარება

1.

ქ.თბილისში 1989 წლის 9 პრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის, აფხაზეთის კონფლიქტისა და სამაჩაბლოში რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული აგრესიის შედეგად დაღუპულთა ოჯახები და ქ.თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად მოწამლული პირები ერთჯერადად მიიღებენ ფულად დახმარებას თითოეული 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, აგრეთვე ზამთრის სეზონთან დაკავშირებით სათბობის შესაძენად თითოეული ოჯახი დამატებით მიიღებს 200 (ორასი) ლარს.

2.

დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.

მუხლი 6. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა ქვრივებისადმი ერთჯერადი ფულადი დახმარება

1.

დახმარება გაიცემა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე, 2014 წლის 9 მაისს, დაზუსტებული სიის მიხედვით.

2.

ომის თითოეულ მონაწილესა და ომში დაღუპულთა ქვრივებზე გაიცემა 250 (ორასორმოცდაათი) ლარი.

მუხლი 7. მარტოხელა, მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება (რომელთაც არ ჰყავთ პირდაპირი მემკვიდრე დედა, მამა, მეუღლე, ბებია, ბაბუა, შვილი, გერი, შვილიშვილი)

1.

სარიტუალო მომსახურების თანხის მისაღებად მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნას:

ა)

დაკრძალვის ხარჯის გამღების წერილობითი განცხადება;

ბ)

განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ)

გარდაცვალების მოწმობა;

დ)

ცნობა განმცხადებლის საბანკო ანგარიშის შესახებ;

ე)

შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის შუამდგომლობა.

2.

მარტოხელა მიცვალებულის სარიტუალო მომსახურების ხარჯი ანაზღაურდება 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

3.

თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.

მუხლი 8. ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება

1.

დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა)

ხანდაზმული პირის წერილობითი განცხადება;

ბ)

ხანდაზმული პირის პირადობის მოწმობის  ასლი;

გ)

ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის განყოფილებიდან ხანდაზმული პირის პენსიონერობის შესახებ;

დ)

ცნობა განმცხადებლის საბანკო ანგარიშის შესახებ.

2.

თითოეულ ხანდაზმულ პირზე წლის განმავლობაში გაიცემა 300 (სამასი) ლარი. მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.

მუხლი 9. დევნილთა დახმარება

1.

დევნილთა დახმარების პროგრამა მოიცავს შემდეგ ქვეპროგრამებს:

ა)

ზამთრისათვის საჭირო სათბობის შესაძენად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აღრიცხვაზე მყოფ დევნილთა თითოეულ ოჯახს ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე გადაერიცხება 200 (ორასი) ლარი ერთჯერადად;

ბ)

დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილი დევნილის ოჯახი ერთჯერადად მიიღებს 250 (ორასორმოცდაათი) ლარს;

გ)

სხვა გარდაუვალ აუცილებლობასთან დაკავშირებით დევნილის ოჯახი მიიღებს ერთჯერადი დახმარების სახით 100 (ასი) ლარს.

2.

დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა  წარმოადგინოს:

ა)

წერილობითი განცხადება;

ბ)

განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი:

გ)

დევნილის დამადასტურებელი საბუთის ასლი;

დ)

დევნილი პირის გარდაცვალების ცნობა, დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში;

ე)

ცნობა განმცხდებლის საბანკო ანგარიშის შესახებ.

3.

ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოქალაქემ მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობის ასლი, დევნილის მოწმობის ასლი, ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ.

4.

თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.

მუხლი 10. მძიმე საცხოვრებელ პირობებში, უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება (გამონაკლის შემთხვევაში ბინის შეძენა ან დაქირავება).

1.

დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:

ა)

წერილობითი განცხადება;

ბ)

განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ)

ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ.

2.

სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახთა მდგომარეობას შეისწავლის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა სამსახური.

3.

სამსახურის მიერ სახლის დაზიანების ხარისხის მიხედვით შეირჩევა ოჯახები და სათანადო დასკვნის საფუძველზე გაიცემა  შესაბამისი დახმარება.

4.

თითოეულ მათგანს დახმარება გაეწევა 2000(ორიათასი) ლარამდე ოდენობით ერთჯერადად სახლის დაზიანების ხარისხის მიხედვით, ხოლო ბინის ქირის ხარჯი, ყოველთვიურად არაუმეტეს 100 (ასი) ლარისა  გამონაკლის შემთხვევაში (ბინის შეძენა, უბედური შემთხვევა) არა უმეტეს 5000(ხუთიათასი)  ლარისა.

5.

დახმარება გაიცემა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.

მუხლი 11. მძიმე ეკონომიურ პირობებში მყოფი ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება.

1.

მძიმე ეკონომიურ პირობებში მყოფ ოჯახებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 57 001-დან 120 000-მდე გაეწევათ ერთჯერადი ფულადი დახმარება.

2.

დახმარება გაეწევათ იმ ოჯახებს, რომლის წევრები არიან უმუშევრები, შრომის უუნარო ან შრომის უნარმოკლებულები და დახმარების თხოვნის მომენტში სხვადასხვა მიზეზების გამო უკიდურეს გასაჭირს განიცდიან.

3.

განმცხადებელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა)

წერილობითი განცხადება;

ბ)

განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ)

შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის შუამდგომლობა ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ;

დ)

ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ;

ე)

ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ.

4.

მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფი ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი  დახმარება გაიცემა 150 (ასორმოცდაათი) ლარამდე ოდენობით.

5.

დახმარება გაიცემა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.თავი III

ყოველთვიური ფულადი სოციალური დახმარების ბენეფიციართა
კატეგორიები და მის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია

მუხლი 12. დედ-მამით ობოლი ბავშვებისადმი დახმარება

1.

დედ-მამით ობოლი ბავშვების კანონიერმა წარმომადგენელმა დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:

ა)

წერილობითი განცხადება;

ბ)

კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ)

კანონიერი წარმომადგენელის პირადობის მოწმობის ასლი;

დ)

ბავშვის დაბადების მოწმობის ან პირადობის მოწმობის ასლი;

ე)

ცნობა კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის შესახებ.

2.

დახმარება გაიცემა ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 100 (ასი)      ლარის ოდენობით, მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.

მუხლი 13. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება

1.

მრავალშვილიან ოჯახებზე, რომლებსაც ჰყავთ ოთხი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში- გაიცემა ყოველთვიური ფულადი დახმარება,თუ მათი სარეიტინგო ქულა 10 000-ზე ნაკლებია, 57 000-ზე მეტია და არ აღემატება 120 000-ს.

2.

დახმარების დასანიშნად მშობლებმა მუნიციპალიტეტის გამგერობაში უნდა წარმოადგინოს:

ა)

წერილობითი განცხადება;

ბ)

ერთ-ერთი მშობლების პირადობის მოწმობის ასლი;

გ)

ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;

დ)

ცნობა განმცხადებლის საბანკო ანგარიშის შესახებ;

ე)

ცნობა ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ.

3.

ფულადი დახმარება განისაზღვრება თითოეულ ბავშვზე თვეში 25 ლარის ოდენობით.

4.

ყოველთვიური ფულადი დახმარება ირიცხება განმცხადებლის პირად ანგარიშზე.

5.

თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.თავი IV

არაფულადი სოციალური დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და მის
მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია

მუხლი 14. ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარება

1.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან დახმარების მიმღებნი არიან ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვები, რომლებიც საჭიროებენ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მკურნალობასა და ცილაგამოცლილი პროდუქტებით კვებას.

2.

დახმარება გაიცემა მშობელთა ან კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნის შესაბამისად. თანხა ხელშეკრულების საფუძველზე გადაერიცხება პროდუქტების შემომტან ორგანიზაციას, ხოლო ფულადი დახმარების შემთხვევაში კი ბენეფიციარის მშობელ /კანონიერ წარმომადგენელს პირად ანგარიშზე.

3.

დახმარების მისაღებად ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების ერთ-ერთმა მშობლებმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის საკრებულოში უნდა წარმოადგინოს:

ა)

წერილობითი განცხადება;

ბ)

განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ)

ფორმა N100;

დ)

ბავშვის დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი;

ე)

ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ.

4.

ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ბენეფიციარის მშობლის /კანონიერი წარმომადგენლის მიმართ ამ მუხლის მესამე პუნქტის „ე“, ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება.

5.

ფულადი დახმარება გაიცემა ყოველთვიურად მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტარაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე, თითოეულ ბავშვზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

მუხლი 15. 18 წელს ზევით  ასაკის პირების, რომელთა სარეიტინგო ქულაა 70001-დან 120 000-მდეა  სამედიცინო სტაციონარულ მომსახურებაზე და მედიკამენტების შეძენაზე დახმარება. 

1.

18 წელს ზევით  ასაკის იმ პირებზე, რომლებიც საჭიროებენ სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებას, მედიკამენტების შეძენას და რომელთა სარეიტინგო ქულა 70 001-დან 120 000-მდეა, გაეწევათ ერთჯერადი დახმარება.

2.

დახმარების მისაღებად განმცხადებელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა)

წერილობითი განცხადება;

ბ)

 პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ)

ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა N100);

დ)

სამედიცინო დაწესებულების მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა;

ე)

ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ;

3.

დაფინანსდება ის თანხა რომელსაც არ აფინანსებს სახელმწიფო პროგრამა არაუმეტეს 400 (ოთხსი) ლარისა, ხოლო მედიკამენტების შესაძენი თანხა არაუმეტეს 100 (ასი) ლარისა.

4.

თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.

მუხლი 16. 18 წელს ზევით ასაკის მკვეთრად გამოხატული  შშმ პირების  სამედიცინო სტაციონარულ მომსახურებაზე და მედიკამენტების შეძენაზე დახმარება. 

1.

18 წელს ზევით ასაკის მკვეთრად გამოხატული შშმ პირები, რომლებიც საჭიროებენ სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებას და მედიკამენტების შეძენას  გაეწევათ ერთჯერადი  დახმარება.

2.

დახმარების მისაღებად განმცხადებელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა)

წერილობითი განცხადება;

ბ)

 პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ)

ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა N100);

დ)

შშმ პირის დამადასტურებელი საბუთი;

ე)

სამედიცინო დაწესებულების მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა;

ვ)

ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ;

3.

დაფინანსდება ისსამედიცინო მომსახურება, რომელსაც არ აფინანსებს სახელმწიფო პროგრამა არაუმეტეს 400 (ოთხსი) ლარისა, ხოლო მედიკამენტების შესაძენი თანხა არაუმეტეს 100 (ასი) ლარისა.

4.

თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.

მუხლი 17. 0-დან 18  წლამდე  ასაკის ბავშვებს რომელთაც ოჯახებს მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 57001- დან 120 000-მდე სამედიცინო  სტაციონარულ მომსახურებაზე დახმარება.

1.

0-დან 18 წლამდე ასაკის  ბავშვები, რომელებიც საჭიროებენ სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებას და რომელთა ოჯახებს მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა57001 დან 120 000- მდე  გაეწევათ ერთჯერადი დახმარება.

2.

დახმარების მისაღებად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს:

ა)

წერილობითი განცხადება;

ბ)

განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ)

ბავშვის დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი;

დ)

ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან და ანგარიშ-ფაქტურა;

ე)

ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ;

3.

დააფინანსდება დარჩენილი 20% არაუმეტეს 300 ლარისა.

4.

თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.

მუხლი 18. 0-დან 18 წლამდე ასაკის  შშმ  ბავშვების  სამედიცინო  სტაციონარულ მომსახურებაზე დახმარება.

1.

0-დან 18 წლამდე ასაკის შშმ  ბავშვები, რომელებიც საჭიროებენ სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებას   გაეწევათ  ერთჯერადი დახმარება.

2.

დახმარების მისაღებად განმცხადებელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:

ა)

წერილობითი განცხადება;

ბ)

განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ)

ბავშვის დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი;

დ)

ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან და ანგარიშ-ფაქტურა;

ე)

ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ;

ვ)

შშმ პირის დამადასტურებელი საბუთი;

3.

დაფინანსდება დარჩენილი 20% არაუმეტეს 300 ლარისა.

4.

თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.

მუხლი 19. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა ქვრივებისათვის მედიკამენტების შეძენასა და ზამთრის სეზონისათვის სათბობის შეძენაზე დახმარება.

1.

დახმარების მისაღებად განმცხადებელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა)

წერილობითი განცხადება;

ბ)

საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ)

ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა N100);

დ)

შესაბამისი სააფთიაქო  დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურა;

ე)

 მეორე     მსოფლიო ომის ვეტერანის  მოწმობის ასლი;

ვ)

ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ.

2.

მედიკამენტების შესაძენი თანხა განისაზღვროს 150 (ასორმოცდაათი) ლარის ფარგლებში წლის განმავლობაში, ხოლო სათბობის შესაძენი თანხა 200 (ორასი) ლარით.

3.

თანხა ჩაირიცხოს შესაბამის სააფთიაქო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, ხოლო სათბობის შესაძენი თანხა ბენეფიციარის პირად ანგარიშზე მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიადულაურ - ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.

4.

სათბობის შეძენასთან დაკავშირებით პირველი მუხლის „ა“,“გ“,“დ“  ქვეპუნქტები არ ვრცელდება.

მუხლი 20. ონკოლოგიური დაავადებით დავადებულთა სამედიცინო სტაციონარული მომსახურებაზე და მედიკამენტების შეძენაზე დახმარება

1.

დახმარების მისაღებად განმცხადებელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა)

წერილობითი განცხადება;

ბ)

საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ)

ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა №100);

დ)

შესაბამისი სამედიცინო/სააფთიაქო დაწესებულებიდან ანგარიშ-ფაქტურა.

2.

დაფინანსდება სამედიცინო მომსახურება,  რომელსაც არ აფინანსებს სახელმწიფო პროგრამა, სამედიცინო მომსახურებაზე გაიცეს თითოეულ ავადმყოფზე არაუმეტეს 400 (ოთხასი) ლარისა,ხოლო მედიკამენტების შესაძენი თანხა არაუმეტეს 150 (ასორმოცდაათი) ლარისა.

3.

თანხა ჩაირიცხოს შესაბამის სამედიცინო/სააფთიაქო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.

მუხლი 21. თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარება, რომლებიც გადიან დიალიზის კურსს

1.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან არაფულადი დახმარების მიმღები არიან თირკმლის უკმარისობით დაავადებული პირები, რომლებიც საჭიროებენ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დიალეზის კურსის ჩატარებას.

2.

დახმარების მისაღებად პიროვნებამ მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:

ა)

წერილობითი განცხადება;

ბ)

პირადობის მოწმობის ასლი;

გ)

ცნობა დიალიზის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ;

დ)

ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ.

ე)

თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.

მუხლი 22. ოჯახებს რომლებსაც ჰყავთ  0 დან 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვების დახმარება

1.

0 და 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვებს, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 57001 და 150 000 მდე გაეწევათ ყოველთვიური ფულადი დახმარება კომუნალური მომსახურების ხარჯების დასაფარად.

2.

დახმარების მისაღებად ბენეფიციარის ერთ-ერთმა მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:

ა)

შშმ სტასუსის დამადასტურებელი მოწმობა;

ბ)

შშმ პირის პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი;

გ)

შშმ პირის მშობლის /კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტი;

3.

თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.თითოეულზე 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით.თავი V

სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება

მუხლი 23. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი უწყება

1.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებათა მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა სამსახური.

2.

სამსახური პასუხისმგებელია ასევე მუნიციპალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.

მუხლი 24. ბენეფიციარის მიერ სოციალური დახმარების დასანიშნად ან მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა

1.

სოციალური დახმარების დასანიშნად ან მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს (საკრებულოს თავმჯდომარე).

2.

გამგეობის შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციას ქრონოლოგიურად, სპეციალურ, დანომრილ, ბეჭედ დასმულ და ზონარ გაყრილ ჟურნალში.

3.

გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში რეგისტრაციისას, წერილობით განცხადებაზე ასლების სახით თანდართული ყველა დოკუმენტი ადმინისტრაციული სამსახურის პასუხისმგებელი თანამშრომლის მიერ უნდა შედარდეს დედანთან. წარმოდგენილი პირველადი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის გამგეობა.

4.

გამგეობაში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციითურთ მათ შესასწავლად და სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე შესაბამისი ბრძანების პროექტის მოსამზადებლად ეგზავნება სოციალურ საკითხთა სამსახურს.

მუხლი 25. სამსახურის მიერ განცხადებების განხილვა

1.

მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსულ განცხადებებს განიხილავს სოციალურ საკითხთა სამსახური.

2.

საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში სამსახურის ბრძანების პროექტის საფუძველზე მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) გაიცემა სოციალური დახმარებები.

მუხლი 26. სამსახურის მიერ გადაწყვეტილების მიღება

1.

სამსახური სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.

2.

სოციალური დახმარების გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.

3.

სამსახური უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატურ შემოწმებას, რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების დანიშვნის გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეში. ცვლილებებში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახების გამოვლენა  ან გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება-კლება, ბავშვების სრულწლოვანების დადგენა, სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახის მიერ საცხოვრებელი სახლის ან ბინის  შეძენა და ა.შ.

4.

ყოველთვიური ინფორმაცია დახმარების ახალი დანიშვნის ან შეწყვეტის შესახებ, დასკვნის სახით, სამსახურის უფროსის მიერ ეგზავნება მუნიციპალიტეტის გამგებელს ხელმოსაწერად კონტინგენტის მონაცვლეობის სიებთან ერთად.

მუხლი 27. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება

1.

სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ, რომელიც სამსახურის ბრძანების პროექტის საფუძველზე გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).

2.

გამგებლის ბრძანებით განისაზღვრება ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა და ინიშნება სოციალური დახმარება.

3.

გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია წინამდებარე წესის მე-15, მე-16, მე-17, მე-18 და მე-20  მუხლებით გათვალისწინებულ ბენეფიციართათვის სასწრაფო სამედიცინო და სასწრაფო სამედიცინო სტაციონარული მომსახურების  თანადაფინანსება და როდესაც დაყოვნებამ შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიოს, დახმარება შეიძლება გაიცეს სამსახურის ბრძანების პროექტის გარეშეც, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით).