ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 |
|
2015 წლის 16 იანვარი დ. ჩოხატაური
|
|
ა) 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვებისადმი ყოველთვიური ფულადი დახმარება;
ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე მეომრების, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა ქვრივების სარიტუალო მომსახურება;
გ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისა და ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებული (მოწამლული) პირებისადმი და აფხაზეთის კომფლიქტის დროს დაღუპულ ერთი ოჯახისათვის ყოველთვიური და ერთჯერადი ფულადი დახმარება.
დ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა ქვრივებისადმი მატერიალური დახმარება სადღესასწაულოდ (ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით), ზამთრის სეზონისათვის სათბობის შეძენაზე დახმარება;
ე) მარტოხელა (უპატრონო) გარდაცვლილ პირთა სარიტუალო მომსახურება;
ვ) ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირთა დახმარება;
ზ) დევნილთა დახმარება;
თ) მძიმე საცხოვრებელ პირობებში, უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება (გამონაკლის შემთხვევაში საცხოვრებელი ფართით დროებით უზრუნველყოფა, ბინის შეძენა ან დაქირავება).
ი) მძიმე ეკონომიურ პირობებში მყოფი ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება.
კ) მრავალშვილიანი (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვები) ოჯახების დახმარება;
ლ) თირკმლის უკმარისობით დაავადებული პირების დახმარება, რომლებიც გადიან დიალეზის კურსს .
მ) ფენილკეტონურიით დაავადებული პირების დახმარება.
ნ) 0 დან 18 წლამდე ასაკის შშმ პირების დახმარება
ო) ახალშობილთა ოჯახებზე ერთჯერადი ფულადი დახმარება.
პ) ა(ა)იპ განათლების ცენტრის თანადაფინანსება.
ჟ) გულის თანდაყოლილი პათოლოგიით (გულის მანკით) დაავადებულ 0-დან 18 წლამდე ასაკის პირთა მუდმივი მონიტორინგისათვის ფინანსური დახმარება.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი სოციალური დახმარების სახეები და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, დედ-მამით ობოლი ბავშვების ყოველთვიური დახმარება, თირკმლის უკმარისობით დაავადებული პირების დახმარება, რომლებიც გადიან დიალეზის კურსს, ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარება, 0 დან 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვების დახმარება ყოველთვიური ხასიათისაა და მთელი წლის განმავლობაში გაიცემა, ხოლო სოციალური დახმარების სხვა დანაჩენი სახეები ერთჯერადი ხასიათისაა და მათი გაცემა ერთჯერადად ხდება. ა(ა) იპ განათლების ცენტრის თანადაფინანსება კვარტალური ხასიათისაა. გულის თანდაყოლილი პათოლოგიით (გულის მანკით) დაავადებულ 0-დან 18 წლამდე ასაკის პირთა მუდმივი მონიტორინგისათვის ფინანსური დახმარება ხდება მოთხოვნის შესაბამისად.
2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მცხოვრებთათვის;
3. პროგრამა მოიცავს შემდეგი სახის სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას:
ა) 18-წელს ზევით ასაკის პირების, რომელთა სარეიტინგო ქულა 57001-დან 120 000-ის ჩათვლითაა სამედიცინო - სტაციონარულ მომსახურებაზე და მედიკამენტების შეძენაზე დახმარება;
ბ) 18 წელს ზევით ასაკის მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სამედიცინო სტაციონარული მომსახურებისა და მედიკამენტების შეძენაზე დახმარება;
გ) ონკოლოგიური დაავადებით დაავადებულთა სამედიცინო სტაციონარული მომსახურებისა და მედიკამენტების შეძენაზე დაფინანსება;
დ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა და ომში დაღუპულთა ქვრივებისადმი სამედიცინო სტაციონარულ მომსახურებასა და მედიკამენტების შეძენაზე დახმარება.
ე) 0-დან 18 წლამდე ასაკის პირებისა და შშმ პირების სამედიცინო მომსახურების დაფინანსება (გარდა ესთეტკური ქრურგია, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობა);
2. დახმარების მისაღებად ახალშობილის ერთ-ერთმა მშობელმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) ერთ-ერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ქორწინების მოწმობის ასლი არსებობის შემთხვევაში;
დ) ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი;
ე) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ;
ვ) საბანკო ანგარიშის მონაცემები;
3. ახალშობილთა ოჯახებზე ფულადი დახმარების ოდენობა განისაზღვროს 200 (ორასი) ლარის ოდენობით;
4. ახალშობილის მშობელმა დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის გამგეობას უნდა მიმართოს ერთი წლის განმავლობაში.
5. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) ომის მონაწილის და პლასტიკური ბარათის ქსეროასლი ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის განყოფილებიდან, რომ გარდაცვლილი ომის მონაწილე ან ომში დაღუპულის ქვრივი იყო პენსიონერი;
გ) ომის ვეტერანის და ომში გარდაცვლილის ქვრივის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ე) ცნობა განმცხადებლის საბანკო ანგარიშის შესახებ.
2. თანხა გაიცემა 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ- ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.
აგვისტოს ომის დროს დაღუპულ სამ ოჯახი და აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპულთა შვიდი ოჯახი ერთჯერადად მიიღებენ ფულად დახმარებას თითოეული 300(სამასი) ლარის ოდენობით.
ზამთრის სეზონთან დაკავშირებით სათბობის შესაძენად თითოეული ოჯახი და დაზარალებული დამატებით მიიღებს 200 (ორასი) ლარს.
2. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებისადმი (რომლებიც საბრძოლო ოპერაციის შესრულებისას მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალნენ 1993 წლის 30 სექტემბრის შემდეგ) ყოველთვიური ფულადი დახმარება განისაზღვროს 300(სამასი) ლარის ოდენობით, ხოლო ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებული (მოწამლული) პირთათვის – 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3. ყოველთვიური დახმარების დასანიშნად მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ). განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ)გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) გარდაცვლილის პირდაპირი მემკვიდრის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა; ვ) ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ.
4. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. (ერთჯერადი დახმარება და სათბობის შესაძენი თანხა გაიცემა დაზუსტებული სიის მიხედვით).
2. ომის თითოეულ მონაწილესა და ომში დაღუპულთა ქვრივებზე გაიცემა 250 (ორასორმოცდაათი) ლარი, ხოლო სათბობის შეძენაზე თითოეულზე 200(ორასი) ლარი;
ა) დაკრძალვის ხარჯის გამღების წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) ცნობა განმცხადებლის საბანკო ანგარიშის შესახებ;
ე) შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის შუამდგომლობა.
2. მარტოხელა მიცვალებულის სარიტუალო მომსახურების ხარჯი ანაზღაურდება 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3. თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.
ა) ხანდაზმული პირის წერილობითი განცხადება;
ბ) ხანდაზმული პირის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის განყოფილებიდან ხანდაზმული პირის პენსიონერობის შესახებ;
დ) ცნობა განმცხადებლის საბანკო ანგარიშის შესახებ.
2. თითოეულ ხანდაზმულ პირზე წლის განმავლობაში გაიცემა 300 (სამასი) ლარი. მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.
ა) ზამთრისათვის საჭირო სათბობის შესაძენად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აღრიცხვაზე მყოფ
დევნილთა თითოეულ ოჯახს ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე გადაერიცხება 200 (ორასი) ლარი ერთჯერადად;
ბ) დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილი დევნილის ოჯახი ერთჯერადად მიიღებს 250 (ორასორმოცდაათი) ლარს;
გ) სხვა გარდაუვალ აუცილებლობასთან დაკავშირებით დევნილის ოჯახი მიიღებს ერთჯერადი დახმარების სახით 150 (ასორმოცდაათი) ლარს.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი:
გ) დევნილის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
დ) დევნილი პირის გარდაცვალების ცნობა, დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში;
ე) ცნობა განმცხდებლის საბანკო ანგარიშის შესახებ.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოქალაქემ მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობის ასლი, დევნილის მოწმობის ასლი, ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ.
4. თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ.
2. მძიმე საცხოვრებელ პირობებში, უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ და დაზარალებულ ოჯახთა მდგომარეობას შეისწავლის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა და კულტურის სამსახური მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად.
3. სამსახურის მიერ სახლის დაზიანების ხარისხის მიხედვით შეირჩევა ოჯახები და სათანადო დასკვნის საფუძველზე გაიცემა შესაბამისი დახმარება.
4. მძიმე საცხოვრებელ პირობებში, უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება (გამონაკლის შემთხვევაში ბინის შეძენა) განისაზღვროს არაუმეტეს 15000 (თხუთმეტიათასი) ლარისა, ხოლო ბინის ქირის ხარჯი ყოველთვიურად არაუმეტეს 100(ასი) ლარისა.
5. დახმარება გაიცემა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.
2. განმცხადებელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის შუამდგომლობა ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ;
დ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ;
ე) ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ.
3. მძიმე ეკონომიურ პირობებში მყოფი ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა.
4. დახმარება გაიცემა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) კანონიერი წარმომადგენელის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ან პირადობის მოწმობის ასლი;
ე) ცნობა კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის შესახებ.
2. ბენეფიციარები, რომლებიც სარგებლობენ მე-12 მუხლით გათვალისწინებული დახმარებით მათზე ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება, გარდა კანონიერი წარმომადგენლის შეცვლის შემთხვევისა.
3. დახმარება გაიცემა გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებლივი აქტის ბრძანების საფუძველზე. თითოეულზე 100(ასი) ლარის ოდენობით.
2. დახმარების დასანიშნად მშობლებმა მუნიციპალიტეტის გამგერობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) ცნობა განმცხადებლის საბანკო ანგარიშის შესახებ;
ე) ცნობა ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ.
3. ფულადი დახმარება განისაზღვრება თითოეულ ბავშვზე თვეში 25 ლარის ოდენობით.
4. ყოველთვიური ფულადი დახმარება ირიცხება განმცხადებლის პირად ანგარიშზე.
5. თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.
2. დახმარება გაიცემა მშობელთა ან კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნის შესაბამისად. თანხა ხელშეკრულების საფუძველზე გადაერიცხება პროდუქტების შემომტან ორგანიზაციას, ხოლო ფულადი დახმარების შემთხვევაში კი ბენეფიციარის მშობელს /კანონიერ წარმომადგენელს პირად ანგარიშზე.
3. დახმარების მისაღებად ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების ერთ-ერთმა მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ფორმა N100;
დ) ბავშვის დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი;
ე) ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ.
4. ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ბენეფიციარის მშობლის /კანონიერი წარმომადგენლის მიმართ ამ მუხლის მესამე პუნქტის „ე“, ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება.
5. ფულადი დახმარება გაიცემა ყოველთვიურად მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტარაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე, თითოეულ ბავშვზე 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
6. ბენეფიციარები, რომლებიც სარგებლობენ მე-14 მუხლით გათვალისწინებული დახმარებით, მათზე ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების მოთხოვნა არ ვრცელდება.
2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა N100);
დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა;
ე) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ;
2. დაფინანსდება ის თანხა რომელსაც არ აფინანსებს სახელმწიფო პროგრამა არაუმეტეს 400 (ოთხსი) ლარისა,ხოლო მედიკამენტების შესაძენი თანხა არაუმეტეს 150 (ასორმოცდაათი) ლარისა.
3. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა N100);
დ) შშმ პირის დამადასტურებელი საბუთი;
ე) სამედიცინო დაწესებულების მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა;
2. დაფინანსდება ისსამედიცინო მომსახურება, რომელსაც არ აფინანსებს სახელმწიფო პროგრამა არაუმეტეს 400 (ოთხსი) ლარისა, ხოლო მედიკამენტების შესაძენი თანხა არაუმეტეს 150 (ასორმოცდაათი) ლარისა.
3. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა №100);
დ) შესაბამისი სამედიცინო/სააფთიაქო დაწესებულებიდან ანგარიშ-ფაქტურა.
2. დაფინანსდება სამედიცინო მომსახურება, რომელსაც არ აფინანსებს სახელმწიფო პროგრამა, სამედიცინო მომსახურებაზე და მედიკამენტების შეძენაზე გაიცეს თითოეულ ავადმყოფზე არაუმეტეს 400 (ოთხასი) ლარისა.
3. თანხა ჩაირიცხოს შესაბამის სამედიცინო/სააფთიაქო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა N100);
დ) შესაბამისი სამედიცინო და სააფთიაქო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურა;
ე) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;
2. სამედიცინო მომსახურების თანხა განისაზღვროს არაუმეტეს 400(ოთხასი) ხოლო მედიკამენტების შესაძენი თანხა 150 (ასორმოცდაათი) ლარის ფარგლებში.
3. თანხა ჩაირიცხოს შესაბამის სამედიცინი ან სააფთიაქო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიადულაურ - ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა N100) და ანგარიშ-ფაქტურა;
ე) შშმ პირის დამადასტურებელი საბუთი შშმ პირის არსებობის შემთხვევაში;
2.თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა.
2. დახმარების დასანიშნად პიროვნებამ მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა დიალიზის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ;
დ) ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ.
ე) თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.
3. ბენეფიციარები, რომლებიც სარგებლობენ მე-20 მუხლით გათვალისწინებული დახმარებით, მათზე ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების მოთხოვნა არ ვრცელდება
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარის ერთ-ერთმა მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) შშმ სტასუსის დამადასტურებელი მოწმობა;
ბ) შშმ პირის პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი;
გ) შშმ პირის მშობლის /კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტი;
3. თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.თითოეულზე 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაფინანსდება ცენტრის კვების ხარჯები.
3. დღის ცენტრის დასაფინანსებლად მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილ უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ა (ა)იპ „განათლების ცენტრი“-ს დირექციის მოთხოვნა დაფინანსების თაობაზე;
ბ) პროგრამაში მონაწილე პირების სახელობითი სია შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი საბუთით;
გ) კვების ხარჯებზე გაწეული მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
4. თანხა გადაერიცხება კვარტალში ერთხელ, მომდევნო კვარტლის პირველი თვის 10 რიცხვამდე ა(ა)იპ „განათლების ცენტრი“-ს დირექციას წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარის ერთ-ერთმა მშობლებმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ფორმა N100;
დ) დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი;
ე) შშმ პირის დამადასტურებელი ცნობა არსებობის შემთხვევაში;
ე) ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ.
3. ფულადი დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტარაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე, თითოეულ ბენეფიციარზე არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა წლის განმავლობაში.
2. სამსახური პასუხისმგებელია ასევე მუნიციპალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.
2. გამგეობის შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციას ქრონოლოგიურად, სპეციალურ, დანომრილ, ბეჭედ დასმულ და ზონარ გაყრილ ჟურნალში.
3. გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში რეგისტრაციისას, წერილობით განცხადებაზე ასლების სახით თანდართული ყველა დოკუმენტი ადმინისტრაციული სამსახურის პასუხისმგებელი თანამშრომლის მიერ უნდა შედარდეს დედანთან. წარმოდგენილი პირველადი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის გამგეობა.
4. გამგეობაში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციითურთ მათ შესასწავლად და სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე შესაბამისი ბრძანების პროექტის მოსამზადებლად ეგზავნება სოციალურ საკითხთა და კულტურის სამსახურს.
2. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში სამსახურის ბრძანების პროექტის საფუძველზე მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) გაიცემა სოციალური დახმარებები.
2. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
3. სამსახური უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატურ შემოწმებას, რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების დანიშვნის გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეში. ცვლილებებში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახების გამოვლენა ან გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება-კლება, ბავშვების სრულწლოვანების დადგენა, სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახის მიერ საცხოვრებელი სახლის ან ბინის შეძენა და ა.შ.
4. ყოველთვიური ინფორმაცია დახმარების ახალი დანიშვნის ან შეწყვეტის შესახებ, დასკვნის სახით, სამსახურის უფროსის მიერ ეგზავნება მუნიციპალიტეტის გამგებელს ხელმოსაწერად კონტინგენტის მონაცვლეობის სიებთან ერთად.
2. გამგებლის ბრძანებით განისაზღვრება ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა და ინიშნება სოციალური დახმარება.
3. გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია წინამდებარე წესის მე-15, მე-16, მე-17, მე-18 და მე-19 მუხლებით გათვალისწინებულ ბენეფიციართათვის სასწრაფო სამედიცინო და სასწრაფო სამედიცინო სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსება და როდესაც დაყოვნებამ შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიოს, დახმარება შეიძლება გაიცეს სამსახურის ბრძანების პროექტის გარეშეც, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით).
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი (თან ერთვის);
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №32 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე
დანართიწინამდებარე წესი აწესრიგებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან „სოციალური დაცვის“ მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების დანიშვნასთან და გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარებების დანიშვნასა და გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, მათი დანიშვნისა და გაცემის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს.თავი I
სოციალური დახმარების სახეებიფულადი სოციალური დახმარების სახეები:
1. ფულადი სოციალური დახმარების სახეები, რომლებიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან გაცემას ექვემდებარება, შემდეგია: