სპეციალურ რეჟიმს დაქვემდებარებული ტერიტორიებისა და ობიექტების ნუსხის დადგენის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.12.2013 ბოლო ცვლილება 29.09.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№377
სარეგისტრაციო კოდი
140030000.10.003.017544
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №377

2013 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

სპეციალურ რეჟიმს დაქვემდებარებული ტერიტორიებისა და ობიექტების ნუსხის დადგენის შესახებ
მუხლი 1
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სპეციალურ რეჟიმს დაქვემდებარებულ ტერიტორიებად და ობიექტებად დადგინდეს:

ა) საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების (მათ შორის ავტონომიური რესპუბლიკების) დაწესებულების შენობა-ნაგებობა და ტერიტორია;

ბ) საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების შენობა-ნაგებობა და ტერიტორია;

გ) ადგილობრივი თვითმმართველობის შენობა-ნაგებობა და ტერიტორია;

დ) საქართველოს საპატრიარქო;

ე) საელჩოები და საკონსულო დაწესებულებები, აგრეთვე შესაბამისი იმუნიტეტის ქვეშ მყოფი პირების საცხოვრებელი სახლი;

ვ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტები;

ზ) დაცული ტერიტორია;

თ) ტერიტორიული ზღვა და შიდა საზღვაო წყლები;

ი) სასაზღვრო გამტარი პუნქტი;

კ) სასაზღვრო ზონა და ზოლი;

ლ) ნავსადგურის ტერიტორია და საღუზე რაიონები (წერტილები);

მ) აეროპორტის ტერიტორია;

ნ) საქართველოს რკინიგზა, რკინიგზის სადგური და ვაგზალი;

ო) სპორტული ან კულტურული დანიშნულების შენობა-ნაგებობა 300-ზე მეტ მაყურებელზე;

პ) სახელმწიფო მუზეუმი;

ჟ) მასიური სპორტის ან სხვა ღონისძიების/თავშეყრის ადგილი (ობიექტი);

რ) მაგისტრალური ნავთობსადენი, გაზსადენი და წყალსადენი;

ს) ნავთობისა და ბუნებრივი აირის საცავის ტერმინალი;

ტ) ჰიდრო‑ და თბო ელექტროსადგური;

უ) ხიდები, გვირაბები და გზაგამტარები;

ფ) საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და  საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკები;

ქ) სახელმწიფო და ტერიტორიული არქივი;

ღ) მეტროპოლიტენი;

ყ) ტელეცენტრის შენობა-ნაგებობა, ტელე და კავშირგაბმულობის ყველა სახის ანძა;

შ) წყალსაცავი და წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა (ობიექტი);

ჩ) რადიოაქტიურ ან/და ტოქსიკურ ნივთიერებათა შენახვის ობიექტი;

ც) ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საჭირო სამრეწველო, სამეცნიერო-საკონსტრუქტორო,  საბაჟო და სასაზღვრო დანიშნულების შენობა-ნაგებობა (ობიექტი);

ძ) ბაგა-ბაღის, სკოლის, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შენობა-ნაგებობა და ტერიტორია;

წ) სამედიცინო ცენტრი, საავადმყოფო, სანატორიუმი და ლაბორატორია;

ჭ) საზღვარგარეთის ქვეყნების წარმომადგენლობათა შენობა-ნაგებობა და მისი კომპლექსი (საელჩო, საკონსულო, მისია, წარმომადგენლობა, კულტურის ცენტრი);

ხ) სახელმწიფო ორგანოს მიერ შექმნილი მართვის პუნქტები, თავშესაფრები და დამცავი ნაგებობები;

ჯ) სხვა ობიექტი, რომელზეც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, განსაზღვრული ვადით დადგენილი იქნება ასეთი რეჟიმი.

მუხლი 2
 

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სპეციალურ რეჟიმს დაქვემდებარებული ტერიტორიებისა და ობიექტების ნუსხის დადგენის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სპეციალურ რეჟიმს დაქვემდებარებული ტერიტორიებისა და ობიექტების ნუსხის დადგენის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.09.2014.
როდის იქნა მიღებული „სპეციალურ რეჟიმს დაქვემდებარებული ტერიტორიებისა და ობიექტების ნუსხის დადგენის შესახებ“?
„სპეციალურ რეჟიმს დაქვემდებარებული ტერიტორიებისა და ობიექტების ნუსხის დადგენის შესახებ“ მიღებულია 26.12.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №377. სარეგისტრაციო კოდი — 140030000.10.003.017544.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სპეციალურ რეჟიმს დაქვემდებარებული ტერიტორიებისა და ობიექტების ნუსხის დადგენის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 29.09.2014-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „სპეციალურ რეჟიმს დაქვემდებარებული ტერიტორიებისა და ობიექტების ნუსხის დადგენის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „სპეციალურ რეჟიმს დაქვემდებარებული ტერიტორიებისა და ობიექტების ნუსხის დადგენის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.09.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სპეციალურ რეჟიმს დაქვემდებარებული ტერიტორიებისა და ობიექტების ნუსხის დადგენის შესახებ“, №377, 26.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 140030000.10.003.017544 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2163718/