„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4995
სარეგისტრაციო კოდი
110.050.140.05.001.002.901
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 26, 11/07/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 425) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1

1. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე – 4 100 ლარი;

ბ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 3 700 ლარი;

გ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 3 400 ლარი;

დ) უზენაესი სასამართლოს მოსამართლე – 3 100 ლარი;

ე) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე – 3 100 ლარი;

ვ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 2 400 ლარი;

ზ) სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარე – 2 100 ლარი;

თ) სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე – 1 750 ლარი;

ი) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე – 1 750 ლარი;

კ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე – 1650 ლარი;

ლ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, მაგისტრატი მოსამართლე – 1 550 ლარი;

მ) რეზერვში მყოფი მოსამართლე – 500 ლარი.

2. „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის საფუძველზე სხვა სასამართლოში მივლინებული მოსამართლის შრომის ანაზღაურება განხორციელდეს შესაბამისი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, თუ ასეთი თანამდებობრივი სარგოს ოდენობა აღემატება მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობას იმ სასამართლოში, რომელშიც იგი დანიშნულია კანონით დადგენილი წესით.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

     „მუხლი 11.

ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები განისაზღვროს 2007 წლის 1 იანვრიდან.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 20 ივნისი.

№4995–Iს