„დიდი და პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობებში მცხოვრები ოჯახებისათვის ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემისა და ამ მიზნით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 თებერვლის №45 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №142
2007 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
„დიდი და პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობებში მცხოვრები ოჯახებისათვის ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემისა და ამ მიზნით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 თებერვლის №45 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დიდი და პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობებში მცხოვრები ოჯახებისათვის ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემის მიზნით, „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დამატებით გამოიყოს 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, „დიდი და პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობებში მცხოვრები ოჯახებისათვის ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემისა და ამ მიზნით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 თებერვლის №45 განკარგულების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე, ამ განკარგულებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სსიპ – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს გამოუყოს 640 000 (ექვსას ორმოცი ათასი) ლარი.“.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი