აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება №1 |
|
2013 წლის 30 დეკემბერი ქ. ბათუმი |
უსკო:
ა) უზრუნველყოფს უმაღლესი საბჭოს არჩევნების გამართვას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, აკონტროლებს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვან გამოყენებას;
ბ) დადგენილებით იღებს უსკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების რეგლამენტებს;
გ) გამონაკლის შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდა ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ~ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება/ვადების დაცვა, უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს ჩასატარებელი არჩევნების/გასამართი კენჭისყრის საარჩევნო ღონისძიებები და ვადები; ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში, ამ კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს წინადადება არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნის თაობაზე;
დ) განკარგულებით საარჩევნო პერიოდში ქმნის საარჩევნო ოლქებს და აზუსტებს მათ საზღვრებს;
ე) აუცილებლობის შემთხვევაში, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ~ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებულ საკითხთა გადასაწყვეტად, უფლებამოსილია განკარგულებით, რომელიც მიიღება სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედით, შექმნას სპეციალური ჯგუფი, განსაზღვროს მისი უფლებამოსილების ფარგლები და მოქმედების ვადა;
ვ) თუ ქვემდგომი საარჩევნო კომისია არ ან ვერ ასრულებს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას, უფლებამოსილია განკარგულებით, რომელიც მიიღება სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედით, უფლებამოსილება შეუწყვიტოს ამ კომისიას და შექმნას დროებითი ჯგუფი, რომელსაც კომისიის ხელახლა შექმნამდე დაეკისრება მისი უფლებამოსილების განხორციელება;
ზ) ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ~ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით განსაზღვრული ვადების შესაბამისად, განკარგულებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკს;
თ) განკარგულებით ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე, ხელახალ და შუალედურ არჩევნებს, განმეორებით კენჭისყრას, არჩევნების მეორე ტურს;
ი) საკუთარი ინიციატივით ან განცხადების/საჩივრის საფუძველზე, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ~ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით საარჩევნო დავების განხილვისათვის დადგენილი წესით ამოწმებს საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებებისა და აქტების კანონიერებას და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში განკარგულებით ბათილად ცნობს ან ცვლის მათ; განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების/ამომრჩეველთა სიების ხელახლა დათვლის შესახებ. საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შემთხვევაში უსკომ ეს უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე, და მათი სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების დასწრება ხელახლა დათვლის პროცესზე;
კ) საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე აჯამებს პროპორციული წესით ჩატარებული უმაღლესი საბჭოს არჩევნების (პარტიული სიები) შედეგებს, რის თაობაზეც დგება უსკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი;
ლ) განკარგულებით ანიჭებს არჩევნების დამკვირვებლის სტატუსს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ~ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში აღნიშნულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციას, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებულ ორგანიზაციას, სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოთა წარმომადგენლების ჯგუფს;
მ) დადგენილებით განსაზღვრავს არჩევნების გამართვისათვის გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესს;
ნ) განკარგულებით ადგენს საარჩევნო ბიულეტენების ფორმას; ბიულეტენების ტექსტებს; საარჩევნო ყუთების, საარჩევნო კონვერტებისა და საარჩევნო კომისიების ბეჭდების სახეებს; ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ~ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით განუსაზღვრელი, მაგრამ არჩევნების ორგანიზებისათვის საჭირო საარჩევნო საბუთების სახეს;
ო) ანგარიშვალდებულია უმაღლესი საბჭოს წინაშე, რომელსაც წარუდგენს ანგარიშს ყოველი არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 60 დღის ვადაში;
პ) უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული კენჭისყრის/არჩევნების შედეგების კომპიუტერულ დამუშავებას და დაუყოვნებლივ განთავსებას უსკოს ვებგვერდზე, ხოლო ამ მუხლის „კ“ ქვეპუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – მის უსკოს ვებგვერდზე განთავსებასაც;
ჟ) წარმართავს საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას, პერიოდულად ისმენს მათ ანგარიშებს;
რ) უზრუნველყოფს საინფორმაციო მასალის გამოქვეყნებასა და გავრცელებას;
ს) დადგენილებით იღებს უსკოს აპარატის თანამშრომელთა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსების დებულებებს;
ტ) ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ~ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით დადგენილი წესით განიხილავს არჩევნებთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;
უ) პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისათვის განკუთვნილი ნაწილის (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, რეგისტრაციის ადგილი, იძულებით გადაადგილებული პირებისათვის ასევე ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართი, ამომრჩევლის ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი) უსკოს ვებგვერდზე განთავსებაზე;
ფ) დადგენილებით განსაზღვრავს კენჭისყრის დამატებით წესს და პროცედურებს;
ქ) განკარგულებით ამტკიცებს საშტატო განრიგს და ხარჯთაღრიცხვას უსკოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე;
ღ) განკარგულებით ადგენს საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების ანგარიშის ფორმას;
ყ) განკარგულებით ამტკიცებს უსკოს მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადს;
შ) განკარგულებით ადგენს მხარდამჭერთა ხელმოწერების მინიმალურ ოდენობას ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატებისთვის;
ჩ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.“
„მუხლი 3. უსკოს თავმჯდომარე
უსკოს თავმჯდომარე:
ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ და ორგანიზაციულ ფუნქციებს უსკოში;
ბ) იწვევს და უძღვება უსკოს სხდომას;
გ) განკარგავს უსკოს ფინანსურ სახსრებს;
დ) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს, და მათ წარმომადგენლებს უსკოში, აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;
ე) სათანადო მოწმობას აძლევს არჩეულ უმაღლესი საბჭოს წევრს (წევრებს), უმაღლესი საბჭოს წევრის (წევრების) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კი – მათ უფლებამონაცვლეს (უფლებამონაცვლეებს);
ვ) ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს დროებით სამანდატო კომისიას, ხოლო სათანადო მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შემდეგ − ამ კომისიას გადასცემს უმაღლესი საბჭოს წევრად არჩეულ პირთა უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციას;
ზ)ხელს აწერს უსკოს დადგენილებებსა და განკარგულებებს ასევე უსკოს თავმჯდომარის განკარგულებებსა და ბრძანებებს;
თ) უსკოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული საკითხების გარდა, უსკოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ადმინისტრაციული და საფინანსო ფუნქციების შესრულებას განსაზღვრული ვადით ავალებს უსკოს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელს;
ი) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად, დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს, კომისიის სხვა წევრებსა და კომისიის აპარატის მოსამსახურეებს.
კ) ხელს აწერს უსკოს სხდომის ოქმებს და კომისიის სახელით გასულ დოკუმენტაციასა და კორესპონდენციას;
ლ) გამოსცემს განკარგულებებს;
მ) გამოსცემს ბრძანებებს შიდაუწყებრივ, მოხელეთა დანიშვნის, განთავისუფლების, შვებულების, აპარატის თანამშრომელთა წახალისების, საკადრო და სხვა საკითხებთან დაკავშირებით;
ნ) ნიშნავს და ათავისუფლებს უსკოს აპარატის თანამშრომლებს;
ო) წარმოადგენს უსკოს ხელისუფლების ორგანოებთან და სხვა პირებთან ურთიერთობისას.
პ) უშუალოდ ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მეშვეობით წარმოადგენს უსკოს, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან და სხავა პირებთან ურთიერთობისას, მათ შორის პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებთან;
ჟ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.“
„მუხლი 5. უსკოს მდივანი
უსკოს მდივანი:
ა) ანაწილებს უსკოში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და უსკოს სახელზე შესულ კორესპონდენციას;
ბ) რეგისტრაციაში ატარებს უმაღლესი საბჭოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენლებს საოლქო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;
გ) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის/საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ უსკოში დანიშნულ დამკვირვებლებს, სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოთა მიერ წარგზავნილ დამკვირვებლებს და აძლევს მათ დამკვირვებლის მოწმობებს;
დ) განკარგულებით ახორციელებს მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციას და აძლევს მათ სააკრედიტაციო ბარათებს;
ე) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის მომზადებას;
ვ) ხელს აწერს კომისიის დადგენილებებსა და განკარგულებებს;
ზ) ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.“
„11. უსკოს აპარატის მოხელეთა თანამდებობებია:
ა) სამსახურის უფროსი;
ბ) თავმჯდომარის თანაშემწე;
გ) ბუღალტერი;
დ) რეფერენტი ;
ე) სპეციალისტი;
ვ) მძღოლი;
ზ) დამლაგებელი.“
„დ). ახდენს უსკოს მიერ დადებული ხელშეკრულებების რეგისტრაციასა და შენახვას.“
„ბ) ახორციელებს უსკოს წევრთა, აპარატის თანამშრომელთა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა საკადრო აღრიცხვას, პირადი საქმეებისა წარმოებასა და შენახვას.
ვ) უზრუნველყოფს აპარატის თანამშრომელთა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებას და ამ საკითხებზე უსკოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტის მომზადებას. ამზადებს უსკოს განკარგულების პროექტებს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევისა და უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.“
„გ1. აფორმებს შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეთა შრომით ხელშეკრულებებს.
გ2. ამზადებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სახელფასო ცნობებს.“
„12. უსკოს სხდომის ოქმი ფორმდება სხდომიდან 1 დღის ვადაში.“
„11. უსკოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა (თუ ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ~ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით უფრო მაღალი კვორუმი არ არის დადგენილი), მაგრამ არანაკლებ უსკოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. უსკო გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეეხება ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მიერ იღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, საარჩევნო ოლქის/უბნის შედეგების გაუქმებას, საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნასა და საარჩევნო ბიულეტენების გადათვლას, იღებს სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედი.“
„6. სხდომაზე საკადრო საკითხები წყდება უსკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.“
|