ადიგენის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესი

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№38
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.137.016470
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/10/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №38

2019 წლის 17 ოქტომბერი

დაბა ადიგენი

ადიგენის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესი
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი



დანართი

ადიგენის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესი
მუხლი 1. მოქმედების სფერო

ადიგენის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესი (შემდგომში – წესი) ადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის მსუბუქი ავტომობილების (განპიროვნებული და მორიგე) ფუნქციების განაწილების ერთიან სტანდარტს, ახდენს ავტომობილების კლასიფიკაციას და განსაზღვრავს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

ა) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია;

ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითო ორგანო – ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო;

გ) გაპიროვნებული ავტომობილი – ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმყოფება ადიგენის მუნიციპალიტეტის ბალანსზე და გადაცემულია სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირზე ან საკრებულოს თავმჯდომარეზე/მოადგილეზე;

დ) სამორიგეო ავტომობილი – ზოგადი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ განეკუთვნება გაპიროვნებული ავტომობილების რიცხვს და გამოიყოფა კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ან საკრებულოს კონკრეტულ თანამშრომელზე;

ე) საშტატო რიცხოვნობა – ფაქტობრივ საშტატო რიცხოვნობას გამოკლებული გაპიროვნებული ავტომობილებით უზრუნველყოფილი საშტატო რიცხოვნობა.

მუხლი 3. გაპიროვნებული ავტომობილებით მოსარგებლე თანამდებობის პირები გაპიროვნებული ავტომობილი შეიძლება გააჩნდეს შემდეგ თანამდებობის პირს:

ა) ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი;

ბ) ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;

გ) ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები (არაუმეტეს ორი);

დ)ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

მუხლი 4. სამორიგეო ავტომობილის რაოდენობის განსაზღვრისა და გამოყენების წესი

1. სამორიგეო ავტომობილის რიცხვი დგინდება შემდეგი პროპორციით: 100 საშტატო რიცხოვნობამდე დაწესებულების შემთხვევაში 1 ავტომობილი ყოველ 20 საშტატო ერთეულზე, ხოლო ყოველ დანარჩენ 50 საშტატო ერთეულზე დამატებით 1 ავტომობილი.

2. სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის გაანგარიშებისას წილადი შედეგის მიღებისას დამრგვალება ხდება არითმეტიკული წესის მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაანგარიშების შედეგი ნაკლებია 1-ზე, როდესაც დამრგვალება, მიუხედავად მეათედისოდენობისა, ხდება 1 მთელამდე.

3.ზამთრის პერიოდში კლიმატური და რელიეფური თავისებურების გათვალისწინებით დასაშვებია მორიგე მაღალი გამავლობის ავტომობილების არსებობა, რომელიც შეესაბამება სეზონური და რელიეფური ავტომობილების კლასს.

4. ფაქტობრივი საშტატო რიცხოვნობის შემცირებისას არ ხდება სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის შემცირება და გამოიყენება პირდაპირი დანიშნულებისამებრ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული ვითარება გრძელდება 6 თვეზე მეტი პერიოდით.

მუხლი 5. ავტომობილების კლასიფიკაციის წესი

1. ავტომობილის კლასი არის დადგენილი მინიმალური სპეციფიკაციისა და ავტომობილის ფლობის ღირებულების შესაბამისად გაპიროვნებული და სამორიგეო საჭიროების მსუბუქი ავტომობილების სტანდარტი, რომელიც საყოველთაოა ადმინისტრაციული დანიშნულებისათვის.

2. ეს წესი ადგენს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს მე-3 კლასის ავტომობილისათვის, რომელიც გამოიყენება შემდგომი შესყიდვისათვის. დაუშვებელია შესყიდვის დოკუმენტაციაში დადგენილი მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების გაზრდა, გარდა კლასის ცვლილებისა, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისია შესაბამისი ობიექტურად დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე;

3. ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 100 ათას კილომეტრზე ავტომობილის ექსპლუატაციით გამოწვეული საგარანტიო მოთხოვნების შესაბამისი ხარჯის და ავტომობილის შესყიდვის ფასის ერთობლიობით. 100 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების კომპონენტებია:

ა) ავტომობილის შესყიდვის ფასი;

 ბ) ძრავის ზეთის ხარჯი;

გ) ძრავის ზეთის ფილტრების ხარჯი;

დ) წინა და უკანა ხუნდების ხარჯი;

ე) ჰაერის ფილტრის ხარჯი;

ვ) კონდიციონერის ფილტრის ხარჯი;

ზ) ანთების სანთლები;

თ) ძრავის ღვედი;

 ი) საწვავის ხარჯი (შერეული წვის პირობებში) საპასპორტო მონაცემებით.

4. ავტომანქანის შესყიდვის დროს საწვავის ხარჯის დაანგარიშება მოხდება შესაბამისი რაოდენობის ნამრავლით ერთი ლიტრი საწვავის პირობით ფასზე, რომელიც ტოლია 1-ის. 100 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების ფარგლებში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს წინა და უკანა ხუნდები საჭიროების შემთხვევაში, სულ მცირე ხუთჯერ, ხოლო წინა და უკანა ხუნდების ყოველი შემდგომი შესყიდვა გადასახდელი იქნება შემსყიდველის მიერ არა დადგენილი ფლობის ღირებულების ფარგლებიდან, არამედ ავტოტექმომსახურების დამატებით გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით.

5. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას (შემდგომში – შემსყიდველი) წარუდგენს განფასებას (საქონლის მახასიათებლები და ბრენდი, რაოდენობა, ცვლის პარამეტრი და ერთეულის ფასი) ფლობის ღირებულების კომპონენტების მიხედვით, რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებში. შემსყიდველი ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტთან აფორმებს მხოლოდ ავტომობილის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებას, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“-„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ავტომობილის ფლობის ღირებულების კომპონენტების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, შემსყიდველი ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ან მის მიერ ავტორიზებულ ორგანიზაციასთან (მიმწოდებელთან, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების გაწევას იმ საგარანტიო პირობების ანალოგიურად, რომელსაც თავდაპირველი მიმწოდებელი სთავაზობს შემსყიდველს) დებს ხელშეკრულებას გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ წლოვანებას ან/და გარანტიის პირობებს. გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი განფასება ძალაში იქნება ავტომობილის საგარანტიო პირობის ამოწურვამდე, ფლობის განმავლობაში, თუ ავტომობილის ტექნიკური მომსახურება განხორციელდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან, საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული საგარანტიო სერვისით გათვალისწინებული საქონლის ფასი შეიძლება დაკონვერტირდეს ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, აშშ დოლარში, ხოლო ანგარიშსწორებისას, ეროვნულ ვალუტაში, საქონლის ფაქტობრივი მიწოდების დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით.

6. ყოველი კონკრეტული შესყიდვისას შემსყიდველი ატარებს ბაზრის კვლევას და ანალოგიურ კლასში ისტორიული სტატისტიკის ანალიზს ობიექტური სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით (რაოდენობრივი და სხვა კომერციული პირობების გათვალისწინებით), მაგრამ არაუმეტეს ამ წესით დადგენილი ზღვრული ფლობის ღირებულებისა შესაბამისი (მე-3) კლასის მიხედვით. შემსყიდველი ბაზრის კვლევის ჩატარების და ზღვრული ფლობის ღირებულების (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის და საწვავის ხარჯის ჯამი) დადგენის შემდეგ ტენდერს აცხადებს ჯამურ ღირებულებაზე (ავტომანქანის ფასს დამატებული ზღვრული ფლობის ღირებულების და საწვავის ფასი). მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერის დასრულების შემდეგ დაფიქსირებული ფასი წარმოადგინოს კომპონენტების მიხედვით (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის და საწვავის ხარჯის ფასი). წინამდებარე კლასიფიკაცია ვრცელდება ყველა ახალ შესყიდვაზე და არ ითვალისწინებს არსებული პარკის მყისიერ მორგებას წინამდებარე წესით განსაზღვრული კლასიფიკაციისა და თანამდებობის მიხედვით.

7. მუნიციპალიტეტმა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირებმა უზრუნველყონ ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებული CPV კოდების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დაწყებამდე საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის შესყიდვების ობიექტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.

8. ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვრება ცხრილი №1-ისა და ცხრილი №2-ის მიხედვით, რომელიც ამ წესს თან ერთვის.

ცხრილი №1

მე-3 კლასის მსუბუქი ავტომობილები

ძრავის მოცულობა არანაკლებ (მონაცემები დამრგვალებულია მეათედებამდე)

1.1

ცხენის ძალა არანაკლებ

77

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

3850

სიგანე არანაკლებ

1695

სიმაღლე არანაკლებ

1455

წვა (შერეული წვის პირობებში)100 კლ/ზე არაუმეტეს

8 ლიტრი

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი) 3 წელი ან 150000 კილომეტრი(რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა (ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაბმულობის ქურო, საყრდენი დისკი და მომჭიმი საკისარი)

უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვალოს: შემოთავაზებული მარკის ავტომობილის ნებისმიერ მოდელზე აღებული შესაბამისი შტესტის სერტიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი) ან IIHS

(ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP

(იაპონური ქრაშტესტი)

ელექტროშუშები

მინიმუმ წინა ორი

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

წინა 2 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა, უკანა საქარე მინის ელ. გათბობა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

ABS

                                                                                                                                                    ცხრილი №2

 

მე-3 კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილი

ძრავის მოცულობა არანაკლებ (მონაცემები დამრგვალებულია მეათედებამდე)

1.0

ცხენის ძალა არანაკლებ

82

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

3665

სიგანე არანაკლებ

1600

სიმაღლე არანაკლებ

1575

წვა (შერეული წვის პირობებში) 100 კლ/ზე არაუმეტეს

9.3 ლიტრი

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაბმულობის ქურო, საყრდენი დისკი და მომჭიმი საკისარი)

უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვალოს: შემოთავაზებული მარკის ავტომობილის ნებისმიერ მოდელზე აღებული შესაბამისი

NCAP (ევრო ქრაშტესტი) ან  IIHS

(ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP

(იაპონური ქრაშტესტი)

ელექტროშუშები

მინიმუმ წინა ორი

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

წინა 2 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა, უკანა საქარე მინის ელ. გათბობა

აუცილებელი მოთხოვნა

ABS

აუცილებელი მოთხოვნა

4X4

.