1. თუ პირი 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და მისი ინდივიდუალური შეფასება არ მომხდარა, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელმა ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მის მეურვეს უნდა მიაწოდოს.

2. იმ პირის, რომელიც 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, იზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების შემთხვევაში მის მეურვეს ამის შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს. წერილობითი შეტყობინება უნდა შეიცავდეს იზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების იურიდიულ საფუძველს და სავარაუდო ხანგრძლივობას.

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3365 - ვებგვერდი, 31.03.2015