„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430010000.22.022.016737
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/01/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №02/ნ

2014 წლის 8 იანვარი

ქ. თბილისი

 

„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 163, 14/12/2010; სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016036) განხორციელდეს ცვლილება და ბრძანების:
1. მე-4 პუნქტით დამტკიცებული „მიმართულებების, დარგების/ სპეციალობების, ქვედარგების/ სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალის“ (დანართი №4):

ა) 010152 პროფესიული სპეციალიზაცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,010152 მებაღე (დეკორატიული მცენარეების)“;

ბ) 110105 ქვედარგი/სპეციალიზაცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,110105 არქიტექტურაში ფერისა და განათების დიზაინი“;

გ) 110601 ქვედარგი/სპეციალიზაცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,110601 არქიტექტურულ ობიექტთა რესტავრაცია“.

2. მე-5 პუნქტით დამტკიცებული „კვალიფიკაციის ფორმირების წესის“ (დანართი №5) პირველი მუხლის:

ა) მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია ამ ბრძანების დანართი №4-ით გაუთვალისწინებელი მიმართულების, დარგის/სპეციალობის, ქვედარგის/ სპეციალიზაციის ან პროფესიული სპეციალიზაციის დამატების, ხოლო არსებულის შეცვლის ან ამოღების მოთხოვნით განცხადებით მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (შემდგომში - ცენტრი) ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისად წელიწადში ორჯერ. მიმართვის ვადები დგინდება ყოველწლიურად, ცენტრის დირექტორის მიერ.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების განხილვის წესი და განხილვის პროცესში მონაწილე სუბიექტთა წრე (მათ შორის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგანმანათლებლო დაწესებულება და სხვ.) დგინდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

4. ცენტრი, დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად არკვევს მიმართულების, დარგის/ სპეციალობის, ქვედარგის/სპეციალიზაციის ან პროფესიული სპეციალიზაციის დამატების, შეცვლის ან ამოღების მიზანშეწონილობის საკითხს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს მიმართულების, დარგის/სპეციალობის, ქვედარგის/სპეციალიზაციის ან პროფესიული სპეციალიზაციის ჩამონათვალში დამატების, შეცვლის ან ჩამონათვალიდან ამოღების თაობაზე.“;

 ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

,,5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მიმართულების, დარგის/სპეციალობის, ქვედარგის/სპეციალიზაციის ან პროფესიული სპეციალიზაციის ჩამონათვალში დამატება არის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭების წინაპირობა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.01.2014.
როდის იქნა მიღებული „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 08.01.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №02/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430010000.22.022.016737.
რამდენი მუხლისგან შედგება „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.01.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №02/ნ, 08.01.2014, სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016737 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.01.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2180361/