,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№35
სარეგისტრაციო კოდი
470010000.32.057.016152
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/01/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №35

2013 წლის 31 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად:

1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/05/2013,470010000.32.057.016121) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 63 (სამოცდასამი) საშტატო ერთეულით.".

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 2. სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ბ) ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი;

გ) სოციალური დაცვის დეპარტამენტი;

დ) დევნილთა საქმეების დეპარტამენტი;

ე) სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტი;

ვ) სამედიცინო მედიაციის დეპარტამენტი;

ზ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;

თ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი;

ი) ბიუჯეტის დაგეგმისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი;

კ) იურიდიული დეპარტამენტი.". 

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 9. დევნილთა საქმეების დეპარტამენტი

დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) შესაბამის ორგანოებთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა (შემდგომში – დევნილთა)   ნაკადების რეგულირების, მათი დასაქმების, დროებითი ან მუდმივი განსახლების ორგანიზების, ადაპტაცია-ინტეგრაციისათვის პირობების შექმნისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობა;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური, მათ შორის საყოფაცხოვრებო მდგომარეობის შესწავლა, მონიტორინგი და მათი უფლებების დაცვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ შესაბამისი წინადადებების მომზადება;

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ დევნილთა შესახებ ინფორმაციის ანალიზი და მის საფუძველზე სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;

დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ დევნილთა მონაცემთა ბაზის შექმნა;

ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში მყოფ შენობებში მცხოვრებ დევნილთა აღწერის ორგანიზებასა და საცხოვრებელი ფართების იდენტიფიცირებაში მონაწილეობა;

ვ) დევნილთა სოციალური და სამართლებრივი უფლებების დაცვის მიზნით სამართლებრივი ბაზის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ზ) სხვა სახელმწიფო უწყებებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა დევნილთა საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით;

თ) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა;

ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების  განხორციელება.".

დ) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

,,მუხლი 91.  სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტი

  სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) შესაბამის ორგანოებთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით სტიქიის შედეგად დაზარალებულთა  ნაკადების რეგულირების, დროებითი ან მუდმივი განსახლების ორგანიზების, ადაპტაცია-ინტეგრაციისათვის პირობების შექმნისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობა;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებულთა სოციალურ-ეკონომიკური, მათ შორის საყოფაცხოვრებო მდგომარეობის შესწავლა, მონიტორინგი და მათი უფლებების დაცვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ შესაბამისი წინადადებების მომზადება;

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებულთა შესახებ ინფორმაციის ანალიზი და მის საფუძველზე სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;

დ) შესაბამის ორგანოებთან ერთად სტიქიასაშიში ტერიტორიებიდან მოსალოდნელი მიგრაციის პროგნოზირება და სტიქიით დაზარალებულთათვის გადაუდებელი დახმარების გაწევისა და დროებითი ან მუდმივი განსახლების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;

ე) სტიქიით დაზარალებულთა საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, სხვა სახელმწიფო უწყებებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

ვ) სტიქიის შედეგად დაზარალებულთა სოციალური და სამართლებრივი უფლებების დაცვის მიზნით სამართლებრივი ბაზის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ზ) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა;

თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების  განხორციელება.".

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.12.2013.
როდის იქნა მიღებული „,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 31.12.2013. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №35. სარეგისტრაციო კოდი — 470010000.32.057.016152.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.12.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №35, 31.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 470010000.32.057.016152 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2180897/