ქ. თბილისის მერიის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ქ. თბილისის ბიუჯეტის სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების უფლებამოსილების ქ. თბილისის მერიისათვის მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №905
2008 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
ქ. თბილისის მერიის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ქ. თბილისის ბიუჯეტის სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების უფლებამოსილების ქ. თბილისის მერიისათვის მინიჭების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. ქ. თბილისის მერიას, მის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში განხორციელების უზრუნველსაყოფად მიენიჭოს უფლებამოსილება, რომ ქ. თბილისის ბიუჯეტის სახსრებიდან ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 28 დეკემბრის №15-74 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქ. თბილისის 2008 წლის ბიუჯეტის თანახმად გამოყოფილი თანხებით სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
2. ქ. თბილისის ბიუჯეტის სახსრებიდან ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 28 დეკემბრის №15-74 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ასიგნებათა შესაბამისად ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს:
ა) ქალაქგაფორმებითი ღონისძიებების (ორგანიზაციული კოდი 01 02 04) უზრუნველყოფასთან დაკავშირებით;
ბ) კულტურის სფეროში მიზნობრივი პროგრამის – „სახელმწიფო დღესასწაულები“ (ორგანიზაციული კოდი 01 08 01) უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს მიმდინარე წლის 25-31 დეკემბრის ჩათვლით.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პირველი ვიცე-პრემიერი ნ. გილაური