„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 მარტის №114 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №238
2008 წლის 17 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 მარტის №114 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 მარტის №114 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
ა) „ა“პუნქტს დაემატოს „ა.ვ“, „ა.ზ“, „ა.თ“, „ა.ი“და „ა.კ“ქვეპუნქტები:
„ა.ვ) სოფელ ქემერტის საბავშვო ბაღის მშენებლობა;
ა.ზ) სოფელ კეხვის საქაჩ/სარწყავი სისტემის მოწყობა;
ა.თ) სოფელ ქემერტის სპორტული სტადიონის მოწყობა;
ა.ი) ეკლესიების რესტავრაცია;
ა.კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკანალიზაციო სისტემის სარემონტო სამუშაოების შესრულება.“;
ბ) „ბ“პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.გ“, „ბ.დ“, „ბ.ე“, „ბ.ვ“ქვეპუნქტები:
„ბ.გ) სოფელ არცევში სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია;
ბ.დ) სოფელ ბელოთის სასმელი წყლის სათავე ნაგებობის გაფართოება;
ბ.ე) სოფელ არგვიცის სასმელი წყლის საძიებო სამუშაოების შესრულება;
ბ.ვ) სოფელ არგვიცის სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და შიდა ქსელის მოწყობა.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე