„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №418
2008 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და №3 დანართის მე-3 პუნქტის „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სოფლების: ალპანის, ღვირიშის, წილამიერის, ორბელის, ჩხუტელის, ზუბის, აღვის, წიფერჩის, გაგულეჩის, ქვემო ცაგერის, მახურის, ლასურიაშის, დეხვირის, მახაშის, ლაცორიის, ოყურეშის, ლასხანის, ჭალისთავის, ქ. ცაგერის წყალმომარაგებისათვის მილებისა და სხვა საჭირო მასალების შეძენა და სოფლებისათვის გადაცემა. სოფელ ლაილაშისა და ქ. ცაგერის აღმაშენებლის ქუჩის წყალსადენის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია. სოფელ სპათაგორის წყალსადენის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება;“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე