სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ ზოგიერთ საზოგადოებაში სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №293
2008 წლის 7 მაისი
ქ. თბილისი
სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ ზოგიერთ საზოგადოებაში სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ
1. „მეწარმეთა შესახებ“საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად შეიქმნას სამეთვალყურეო საბჭოები და განისაზღვროს მათი წევრთა რაოდენობა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ შემდეგ საზოგადოებებში:
| ა) შპს „საქართველოს რკინიგზა“ – | 15 წევრი; |
| ბ) სს „თბილისის საერთაშორისო აეროპორტი“ – | 3 წევრი; |
| გ) შპს „ენგურჰესი“ – | 11 წევრი; |
| დ) შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“ – | 7 წევრი; |
| ე) შპს „მაღალი ტექნოლოგიების სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი“ – | 5 წევრი; |
| ვ) შპს „საქართველოს ფოსტა“ – | 7 წევრი. |
2. განკარგულების პირველი პუნქტით შექმნილ სამეთვალყურეო საბჭოებში წევრების დანიშვნა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ ზოგიერთ საზოგადოებაში სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ ზოგიერთ საზოგადოებაში სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.05.2008.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ ზოგიერთ საზოგადოებაში სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“?
- „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ ზოგიერთ საზოგადოებაში სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ მიღებულია 07.05.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №293. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ ზოგიერთ საზოგადოებაში სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.05.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ ზოგიერთ საზოგადოებაში სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“, №293, 07.05.2008, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.05.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2184992/