1. აგროქიმიკატების რეალიზაციას ახორციელებს ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი.
2. აგროქიმიკატების რეალიზაცია დასაშვებია საბითუმო და საცალო ვაჭრობით სპეციალიზებული ქსელის მეშვეობით.
3. მყიდველს აგროქიმიკატებთან ერთად მიეცემა სასუქის გამოყენების რეკომენდაცია, მრავალმხრივი ინფორმაცია სასუქის ტექნოლოგიის, მისი ეფექტურობის და უსაფრთხო გამოყენების შესახებ.
4. სასუქების გამოყენების რეკომენდაციების შესამუშავებლად ან არსებული რეკომენდაციების კორექტირების მიზნით, როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე ქვეყანაში შემოტანილი სასუქები და სხვა აგროქიმიკატები ექვემდებარება ხარისხობრივ შეფასებას, რომელსაც ახორციელებს ნებისმიერი აკრედიტებული ლაბორატორია.
5. აგროქიმიკატების რეალიზატორები ვალდებულნი არიან აკრედიტებული ლაბორატორიის წარმომადგენლებს მათი მოთხოვნისთანავე საანალიზოდ მისცენ აგროქიმიკატების ნიმუშები და პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლებიდან გამომდინარე, შეასრულონ ლაბორატორიის მიერ მიცემული რეკომენდაციები და მოთხოვნებ