„იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი 800 მილიონი იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის მიმღებ ორგანოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განსაზღვრისა და გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ 2006 წლის 8 ივნისის №246 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№604
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 24/09/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №604

2008 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

„იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი 800 მილიონი იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის მიმღებ ორგანოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განსაზღვრისა და გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ 2006 წლის 8 ივნისის №246 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

შეტანილ იქნეს ცვლილება „იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი 800 მილიონი იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის მიმღებ ორგანოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განსაზღვრისა და გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 ივნისის №246 განკარგულებაში და განკარგულებით დამტკიცებული იაპონური არასაპროექტო გრანტის (800 მილიონი იაპონური იენი) განაწილების გეგმა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„იაპონური არასაპროექტო გრანტის

(800 მილიონი იაპონური იენი) განაწილების გეგმა

იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი 800 მილიონი იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტი განაწილდეს შემდეგნაირად:

1. ქალაქ თბილისის მერია - 300 მილიონი იაპონური იენი

ქ. თბილისის მეტროპოლიტენის საჭიროებისათვის

2. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი - 500 მილიონი იაპონური იენი

ზემოაღნიშნული იაპონური არასაპროექტო გრანტის 2009 წლის 1 აგვისტომდე აუთვისებლობის შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შეიმუშავებს გრანტის დახარჯვის სხვა ალტერნატიულ ვარიანტს.“.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე