„საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის 2008 წლის 25 დეკემბერს ნოტების ურთიერთგაცვლის საფუძველზე იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი არასაპროექტო გრანტის მიმღებ ორგანოს განსაზღვრისა და განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 სექტემბრის №706 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №182
2010 წლის 19 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის 2008 წლის 25 დეკემბერს ნოტების ურთიერთგაცვლის საფუძველზე იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი არასაპროექტო გრანტის მიმღებ ორგანოს განსაზღვრისა და განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 სექტემბრის № 706 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის 2008 წლის 25 დეკემბერს ნოტების ურთიერთგაცვლის საფუძველზე იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი არასაპროექტო გრანტის მიმღებ ორგანოს განსაზღვრისა და განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 სექტემბრის № 706 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მიღებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შპს „მექანიზატორის“(საიდენტიფიკაციო ნომერი - 206348736) კაპიტალში შეტანა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მიწოდებული საბალანსო ღირებულებით.“.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური