1. საბაგირო მოწყობილობის რემონტისთვის დაუშვებელია ისეთი ტექნიკური მახასიათებლების მქონე მასალების, ასევე მექანიკური, ელექტრული და მაკომპლექტებელი მოწყობილობების გამოყენება, რომლებიც არ არის გათვალისწინებული საბაგირო მოწყობილობის ტექნიკური დოკუმენტაციით და საფრთხეს შეუქმნის საბაგირო მოწყობილობის ექსპლუატაციას.

2. საბაგირო მოწყობილობის ექსპლუატაციის გამწევმა უნდა უზრუნველყოს საბაგირო მოწყობილობის ჩატარებული სარემონტო სამუშაოების აღრიცხვა.

3. საბაგირო მოწყობილობის რემონტისთვის გამოყენებული უსაფრთხოების კომპონენტებისა და სხვა მაკომპლექტებელი ნაკეთობების, საბაგირო მოწყობილობის და მის ექსპლუატაციის ფაქტობრივი პირობებთან შესაბამისობაზე პასუხისმგებელია საბაგირო მოწყობილობის სარემონტო სამუშაოების განმახორციებელი პირი.

4. ლითონკონსტრუქციების შედუღება უნდა წარმოებდეს სათანადო კვლიფიკაციის მქონე პერსონალის მიერ. შედუღებით შეერთების სახეები, კონტროლისა და შეფასების ნორმები, უნდა განისაზღვროს სარემონტო სამუშაოებისთვის შემუშავებული ტექნიკური პირობებით სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად.

5. მზიდი, მზიდ-საწევი, და დამჭიმი ბაგირების დამონტაჟების წინ საჭიროა მათი გამოცდა ბაგირსაცდელ სადგურში.

6. მზიდი და დამჭიმი ბაგირების შეცვლის ან დამოკლების დროს აუცილებელია ახალი ქუროების დაყენება.

7. მზიდი ბაგირის გადაბმა დაუშვებელია იმ მონაკვეთზე, სადაც ვაგონი მოძრაობ