1. ექსპლუატაციაში მყოფი საბაგირო მოწყობილობის საიმედობის დადგენის მიზნით უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი ტექნიკური შემოწმება ექსპლუატაციის ინსტრუქციისა და/ან სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. საბაგირო მოწყობილობის საიმედოობის დადგენისთვის ორგანიზებული უნდა იყოს სტატიკური და დინამიკური გამოცდების ჩატარება, დამამზადებლის ტექნიკურ დოკუმენტაციის შესაბამისად. იმ შემთხვევაში თუ საბაგირო მოწყობილობის ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს აღნიშნულ მეთოდიკას, მაშინ გამოცდები უნდა ჩატარდეს სტანდარტის მიხედვი