1. მგზავრთა ჩასასხდომა-გადმოსასხდომის ადგილები მოწყობილი უნდა იყოს ისე, რომ უზრუნველყოფდეს მგზავრების უსაფრთხოებას, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც არსებობს ჩავარდნის საფრთხე.

2. ბავშვებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უნდა ჰქონდეთ საბაგირო მოწყობილობის უსაფრთხოდ გამოყენების შესაძლებლობა, იმ შემთხვევაში, როდესაც მოწყობილობა ითვალისწინებს მათ გადაყვანას.

3. მოწყობილობასთან დაკავშირებული მოთხოვნები და ყველა მიღებული უსაფრთხოების ზომა უნდა უზრუნველყოფდეს მოწყობილობის დანიშნულებისამებრ გამოყენებას ტექნიკური სპეციფიკაციისა და საექსპლუატაციო მოთხოვნების გათვალისწინები