1. საგანგებო სიტუაციებში, მათ შორის, ექსპლუატაციის ყველაზე არახელსაყრელ პირობებში, საექსპლუატაციო დატვირთვის და ბაგირის შკივთან არასათანადო მოჭიდებისას, შესაძლებელი უნდა იყოს საბაგირო მოწყობილობის და/ან საბაგირო სატრანსპორტო საშუალებების ნებისმიერ დროს გაჩერება. სამუხრუჭე მანძილი უნდა იყოს ისეთი, რომ უზრუნველყოფილი იყოს მოწყობილობის უსაფრთხოება.
2. დამუხრუჭების დროს შენელების სიდიდე უნდა იყოს იმ ზღვრებში, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ადამიანთა უსაფრთხოება, ბაგირების, სატრანსპორტო საშუალებისა და მოწყობილობის სხვა ნაწილების გამართული მუშაობა.
3. ყველა საბაგირო მოწყობილობას უნდა გააჩნდეს ორი ან მეტი სამუხრუჭე სისტემა, თითოეულს უნდა შეეძლოს მოწყობილობის გაჩერება და ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ ძირითადი მოქმედი სამუხრუჭე სისტემის მწყობრიდან გამოსვლისას შესაძლებელი იყოს დამატებითი მუხრუჭით ჩანაცვლება. საწევი ბაგირის სამუხრუჭე სისტემათაგან ერთ-ერთი დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ ამძრავ შკივზე. აღნიშნული არ ვრცელდება სათრეველა საწეველებზე.
4. საბაგირო მოწყობილობა აღჭურვილი უნდა იყოს ეფექტური სამაგრი და ჩამკეტი მექანიზმით, რათა გამორიცხული იყოს მოწყობილობის გაუთვალისწინებელი განმეორებითი ჩართვ