1. საბაგირო მოწყობილობა საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ადამიანებს, ექსპლუატაციის, სარემონტო სამუშაოების ან შესაბამის შემთხვევებში ადამიანთა გადასარჩენად გამიზნული სამაშველო ოპერაციების ჩატარებისას.

2. საბაგირო სატრანსპორტო საშუალებებს, საბუქსირე მოწყობილობებს, სავალ გზებსა და ბაგირებს შორის, ასევე მათთან უშუალო სიახლოვეს, მიწაზე ან ჰაერში არსებულ ნაგებობებსა და დაბრკოლებებს შორის შენარჩუნებული და დაცული უნდა იქნეს საკმარისი ჰორიზონტალური და ვერტიკალური უსაფრთხო მანძილები. გათვალისწინებული უნდა იქნეს ბაგირების და სატრანსპორტო საშუალებების ან საბუქსირე მოწყობილობების ვერტიკალური, გასწვრივი და ჰორიზონტალური გადაადგილება, მუშაობის ყველაზე არახელსაყრელ პროგნოზირებად პირობებში.

3. მაქსიმალური მანძილი სატრანსპორტო საშუალებებსა და მიწას შორის უნდა ითვალისწინებდეს მოწყობილობების მახასიათებლებს, სატრანსპორტო საშუალებების და სამაშველო პროცედურების სახეობას. ღია კაბინის შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს ვარდნის რისკი, ასევე ფსიქოლოგიური ასპექტი ასოცირებული სატრანსპორტო საშუალებებსა და მიწას შორის მანძილთან.

4. საბაგირო სატრანსპორტო საშუალებების ან სათრეველა საშუალებების მაქსიმალური სიჩქარე, აჩქარება, დამუხრუჭება და მათ შორის მინიმალური მანძილი უნდა უზრუნველყოფდეს ადამიანების უსაფრთხოებას და მოწყობილობის უსაფრთხო ექსპლუატაცია