1. სადგურები და ნაგებობები საბაგირო მოწყობილობის გასწვრივ უნდა იყოს მდგრადი და ჰქონდეს უსაფრთხო მისასვლელები და მისადგომები. სადგურები და ნაგებობები პროგნოზირებად საექსპლუატაციო პირობებში უნდა უზრუნველყოფდეს ბაგირების, საბაგირო სატრანსპორტო საშუალებების და სათრეველა საშუალებების უსაფრთხო მართვას და სარემონტო მომსახურების უსაფრთხო განხორციელებას.
2. საბაგირო მოწყობილობის შესასვლელი და გამოსასვლელი ადგილები უნდა უზრუნველყოფდეს საბაგირო სატრანსპორტო საშუალებების, საბუქსირე მოწყობილობებისა და ადამიანების უსაფრთხო გადაადგილებას. სადგურებში სატრანსპორტო საშუალებებსა და სათრეველა საშუალებებზე ადამიანებს უნდა შეეძლოთ განთავსდნენ რისკის გარეშე, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მათი შესაძლო აქტიური მონაწილეობა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის თანხვედრისთვის.
3. საბაგირო გზის სადგურები და მათში განთავსებული ელექტრო და მექანიკური მოწყობილობები დაცული უნდა იქნას კლიმატური პირობების ზემოქმედებისაგა