საბაგირო მოწყობილობის ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი უსაფრთხოდ ფუნქციონირება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მოწყობილობის ტიპი, იმ ადგილმდებარეობის ბუნებრივი პირობები და ფიზიკური თვისებები, სადაც ის არის განლაგებული, გარემო, ატმოსფერული და მეტეოროლოგიური ფაქტორები და შესაძლო დაბრკოლება, რომელიც განთავსებულია მოწყობილობის უშუალო სიახლოვეს – მიწაზე ან ჰაერშ