1. საბაგირო მოწყობილობის ტექნიკური მდგომარეობა უნდა უზრუნველყოფდეს მის უსაფრთხო ექსპლუატაციას.

2. ექსპლუატაციაში მყოფი საბაგირო მოწყობილობების ქვესისტემების და მათი უსაფრთხოების კომპონენტების ტექნიკური მდგომარეობა, უნდა უზრუნველყოფდეს რეგლამენტთან და იმ ტექნიკურ ნორმებთან შესაბამისობას, რომელთა მიხედვითაც ისინი არიან დაპროექტებული და დამზადებული.

3. დაუშვებელია საბაგირო მოწყობილობის ექსპლუატაცია როდესაც:

ა) გაუმართავია მუხრუჭები;

ბ) ბაგირების დეფექტები აღემატება დასაშვებ ზღვარს;

გ) გაუმართავ მდგომარეობაშია უსაფრთხოების ხელსაწყოები (საბოლოო ამომრთველები, მონიტორინგისა და კონტროლის ხელსაწყოები), მაშველი მოწყობილობა, დამცავი ნაგებობები.

დ) აღინიშნება დაუშვებელი სიდიდის ბზარები და/ან კოროზია მოწყობილობის და ლითონკონსტრუქციების საპასუხისმგებლო ადგილებში;

ე) არ არის ჩატარებული ტექნიკური შემოწმება.

ვ) ქარის სიჩქარე აღემატება დასაშვებ ნორმას.

4. საბაგირო მოწყობილობის ელ. მოწყობილობა-დანადგარების ექსპლუატაცია უნდა წარმოებდეს ელექტრომოწყობილობების მიმართ დადგენილი უსაფრთხოების მოთხოვნათა შესაბამისად.

5. საბაგირო მოწყობილობებზე არ ვრცელდება ამ თავით განსაზღვრული ის მოთხოვნები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული იმ ტექნიკური ნორმებით, რომელთა შესაბამისად მოწყობილობები არიან დაპროექტებული და დამზადებული. აღნიშნული გამონაკლისი არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 აგვისტოს №320 დადგენილებით დამტკიცებული ,,ადამიანების გადასაყვანად განკუთვნილი საბაგირო მოწყობილობების შესახებ’’ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად დამონტაჟებულ საბაგირო მოწყობილობზე.

6. ამ თავში მითითებული მოთხოვნების დაკმაყოფილება უნდა განხორცილდეს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისა