1. საბაგირო მოწყობილობა, მისი ქვესისტემები და უსაფრთხოების კომპონენტი უნდა უზრუნველყოფდეს, ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილ ყველა პროგნოზირებად ზემოქმედების მიმართ გამძლეობას, მათ შორის, მოწყობილობის ფუნქციონირების შეჩერების დროს. ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული გარე ზემოქმედების ფაქტორები, დინამიკური დატვირთვები და მასალის დაღლილობის გამოვლინებები.

2. საბაგირო მოწყობილობა, ქვესისტემა და ყველა უსაფრთხოების კომპონენტი ექსპლუატაციის ეტაპზე უნდა ინარჩუნებდეს მომსახურების, შეცვლის და შემოწმებისათვის საჭირო სამუშაოების უსაფრთხოდ შესრულების შესაძლებლობას.

3. უსაფრთხოების კომპონენტი ექსპლუატაციის პროცესში უნდა უზრუნველყოფდეს, რომ მისი მწყობრიდან გამოსვლის ალბათობა იყოს მინიმალური და ჰქონდეს უსაფრთხოების საკმარისი მარაგი, არ უნდა დაირღვეს უსაფრთხოების კომპონენტის მთლიანობა იმ მოწყობილობასთან, რომელზეც ის არის დამონტაჟებული.

4. საბაგირო მოწყობილობის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების კომპონენტის ნებისმიერი გაუმართაობის შემთხვევაში, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შესაბამისი უსაფრთხოების ზომების დროული მიღება.

5. დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების კომპონენტების გეგმური შემოწმების პერიოდულობა, რომელიც მითითებული უნდა იყოს ექსპლუატაციის ინსტრუქციაში.

6. ექსპლუატაციის პროცესში დაუშვებელია იმ მოწყობილობის გაუმართავ მდგომარეობაში ყოფნა, რომლის დანიშნულებაა ხანძრის გაჩენის შემთხვევაში უზრუნველყოს მგზავრების უსაფრთხოება.

7. საბაგირო მოწყობილობის ექსპლუატაციისას მიღებული უნდა იქნას ზომები მოწყობილობისა და ადამიანების მეხისგან დასაცავად.

8. დამცავი დამიწება და დანულება უნდა გამორიცხავდეს ელექტროდანადგარების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ადამიანების ძაბვის ქვეშ მოხვედრის შესაძლებლობას.

9. დამჭიმი მოწყობილობა უნდა უზრუნველყოფდეს ბაგირების დაჭიმულობას დასაშვებ ზღვრებში და საბაგირო მოწყობილობის უსაფრთხო ექსპლუატაციას, სვლა უნდა შეზღუდული იყოს საბჯენებით და კონტროლდებოდეს საბოლოო გამომრთველები