1. ექსპლუატაციის პროცესში ყველა ზომა უნდა იქნეს მიღებული იმისათვის, რომ:
ა) თავიდან იქნეს აცილებული ბაგირების და მათი სამაგრი საშუალებების მწყობრიდან გამოსვლა;
ბ) დაცულ იქნეს ბაგირებისა და სამაგრი საშუალებების მინიმალური და მაქსიმალური დატვირთვების/დაძაბულობის ზღვრები;
გ) უზრუნველყოფილ იქნეს ბაგირების საიმედო დამაგრება/დაკავშირება სამაგრ საშუალებებზე ბაგირების გადმოვარდნის თავიდან ასაცილებლად;
დ) ბაგირები და საყრდენი საშუალებები უნდა უზრუნველყოფდეს მათი დათვალიერების/შემოწმების საშუალებას;
ე) უზრუნველყოფილ იქნეს ბაგირის ექსპლუატაცია სიმტკიცის მარაგის გათვალისწინებით;
ზ) უზრუნველყოფილ იქნეს ბაგირის საიმედო დამაგრება და შეერთება.
2. ყველა ზომა უნდა იქნეს მიღებული, რათა შესაძლებელი იქნეს ბაგირის მიმმართველში დაბრუნება. ბაგირის მიმმართველებიდან ამოვარდნის შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს საბაგირო მოწყობილობის გამორთვა ადამიანებისთვის ზიანის მიყენების გარეშ