1. საბაგირო მოწყობილობის ამძრავი სისტემა უნდა იყოს თავსებადი და საკმარისად მძლავრი, რათა უზრუნველყოს მართვის სისტემის სხვადასხვა გათვალისწინებულ რეჟიმში მუშაობა.
2. დაუშვებელია იმ საბაგირო მოწყობილობის ექსპლუატაცია გამართული სარეზერვო ამძრავი მოწყობილობის გარეშე, როდესაც საბაგირო მოწყობილობის გაჩერების შემთხვევაში მგზავრებს არ შეუძლიათ საბაგირო სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის, საბუქსირე მოწყობილობების, ადვილად, სწრაფად და უსაფრთხოდ დატოვება.
3. სარეზერვო ამძრავის არსებობა არ არის აუცილებელი, თუ მის გარეშეც მგზავრებს შეუძლიათ საბაგირო სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის, საბუქსირე მოწყობილობების, ადვილად, სწრაფად და უსაფრთხოდ დატოვება.
4. სარეზერვო ამძრავ მოწყობილობას უნდა ჰქონდეს ძირითადი ამძრავი სისტემისგან დამოუკიდებელი ელექტრომომარაგების წყარ