1. საბაგირო მოწყობილობის უსაფრთხოების სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს ნებისმიერი გაუმართაობის (რომელიც შეიძლება გადაიზარდოს დაზიანებაში და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უსაფრთხოების პირობების დარღვევა) გამოვლენას, დამუშავებას და თუ საჭიროა გაჩერებას. იგივე შეეხება ნებისმიერ სხვა გარე პროგნოზირებად მოვლენას, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანების უსაფრთხოებას.

2. უსაფრთხოების სისტემის მიერ მოწყობილობის გაჩერების შემთხვევაში, შეუძლებელი უნდა იყოს მოწყობილობის ხელახალი ჩართვა, სანამ სათანადო უსაფრთხოების ზომები არ იქნება მიღებული.

3. საბაგირო მოწყობილობაზე უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მისი მექანიკური გამორთვის შესაძლებლობა.

4. საბაგირო მოწყობილობა უნდა უზრუნველყოფდეს გეგმურ ან არაგეგმურ მომსახურებასა და შეკეთებასთან დაკავშირებულ პროცედურების უსაფრთხოდ განხორციელება