ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

1. საბაგირო მოწყობილობის სატრანსპორტო საშუალება - კიდული ბაგირგზის ვაგონი, კაბინა, სავარძელი და სათრეველა საწეველას სათრეველი აღჭურვილობა, ასევე ფუნიკულიორის ვაგონი, რომლებიც განკუთვნილია მგზავრთა ტრასპორტირებისათვის.

2. საბაგირო მოწყობილობის ექსპლუატაცია – საბაგირო მოწყობილობის სასიცოცხლო ციკლის ნაწილი, რომლის განმავლობაში ხდება მისი გამოყენება და მომსახურეობა დამამზადებლის მიერ გათვალისწინებული დანიშნულებით.

3. საბაგირო მოწყობილობის მომსახურება – ექსპლუატაციის პროცესში პერიოდული დათვალიერების, შეპოხვის, გაწმენდის, რეგულირების და შეკეთების სამუშაოების ჩატარება. აგრეთვე კონტროლი მის მუშაობაზე და დანიშნულების მიხედვით გამოყენებაზე.

4. საბაგირო მოწყობილობის რეკონსტრუქცია – საბაგირო მოწყობილობის არსებითი ცვლილება, რომელიც იწვევს ტექნიკური მახასიათებლებისა და პარამეტრების შეცვლას და არ არის გათვალისწინებული დამამზადებლის მიერ.

5. საბაგირო მოწყობილობის მოდერნიზაცია – კვანძების, დეტალების განახლება, რომლის შედეგად ხდება საბაგირო მოწყობილობის ტექნიკური დონის ხარისხობრივად გაუმჯობესება, რომლის დროსაც უცვლელი რჩება ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები და პარამეტრები: ტვირთამწეობა, სიჩქარე, კინემატიკური სქემები და სხვა.

6. საბაგირო მოწყობილობის დამამზადებელი – პირი/პირები, რომელიც ახორციელებს საბაგირო მოწყობილობის დაპროექტებას, წარმოებას, დამონტაჟებას და ბაზარზე განთავსებას, ახორციელებს ნიშანდებას და ადგენს შესაბამისობის დეკლარაციას.

7. უსაფრთხოების კომპონენტი – ნებისმიერი ძირითადი კომპონენტი ან კომპონენტების ერთობლიობა, ნახევრად აწყობილი ან აწყობილი ნებისმიერი მექანიზმი, რომელიც მიერთებულია მოწყობილობასთან და განკუთვნილია უსაფრთხოების ფუნქციების უზრუნველსაყოფად და რომლის გაუმართაობის შემთხვევაშიც საფრთხე ექმნება ადამიანების უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას და საკუთრებას.

8. მოწყობილობა – სტაციონარული სისტემის ერთობლიობა, რომელიც შედგება ინფრასტრუქტურისა და ქვესისტემებისაგან, სადაც ინფრასტრუქტურა სპეციალურადაა დაპროექტებული თითოეული მოწყობილობისათვის და აგებულია სტაციონარულად, რომლებშიც მოიაზრება: პროექტი, მონაცემთა სისტემა, სადგურის ნაგებობები და ნაგებობები ხაზის გასწვრივ, რომლებიც აუცილებელია მოწყობილობის მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის, მათ შორის, ფუძე-საძირკვლები.

9. ნიშანდება – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნიშანდება, რომელიც დაიტანება პროდუქტზე და ასახავს ამ პროდუქტის შესაბამისობას შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტთან.

10. ექსპლუატაციის ფაქტიური პირობები – საბაგირო მოწყობილობის ექსპლუატაციის დროს მასზე მოქმედი ფაქტორების ერთობლიობა (კლიმატური ფაქტორები, გარემოს აგრესიულობა ან ფეთქებადსაშიშროება, მუშაობის რეჟიმი, ქარის დატვირთვები, რაიონის სეისმურობა).

თავი II. ექსპლუატაცია და რეგისტრაც