1. ტექნიკური რეგლამენტი საბაგირო მოწყობილობების (საბაგირო გზის, ფუნიკულიორის) უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ (შემდეგში - რეგლამენტი) ადგენს მოთხოვნებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, რომელებიც ექსპლუატაციას უწევენ საბაგირო მოწყობილობებს.
2. ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება საბაგირო მოწყობილობაზე, რომელსაც გააჩნია შემდეგი მახასიათებლები და პარამეტრები:
ა) საბაგირო გზაზე, რომელიც მოიცავს რამდენიმე კომპონენტისაგან შემდგარ ერთიან სტაციონარულად დამონტაჟებულ სისტემას და განკუთვნილია ადამიანების გადასაყვანად მოძრავი შემადგენლობით ან საბუქსირე მოწყობილობებით, სადაც დაკიდება და/ან გაწევა უზრუნველყოფილია სამოძრაო მარშრუტის გასწვრივ განლაგებული ბაგირების მეშვეობით, როგორიცაა:
ა.ბ) კიდული ბაგირგზა, სადაც სატრანსპორტო საშუალება დაკიდებულია და/ან გადაადგილდება ერთი ან მეტი გამწევი ბაგირით;
ა.გ) სათრეველა საწეველები, როდესაც მომხმარებელი შესაბამისი აღჭურვილობით (თხილამურები, ციგა) გადაადგილდება ბაგირზე მიმაგრებული გასათრევი აღჭურვილობით.
ბ) ფუნიკულიორზე, რომელიც განკუთვნილია ადამიანების გადასაყვანად, გააჩნიათ დახრილი სარელსო გზებზე მოძრავი, თვლებზე ან მზიდ მექანიზმებზე მდგარი სატრანსპორტო საშუალებები, სადაც გაწევა უზრუნველყოფილია ერთი ან მეტი ბაგირით ვაგონისაგან განცალკევებულად დამონტაჟებული ამძრავი მექანიზმის მეშვეობით.
3. რეგლამენტი არ ვრცელდება:
ა) სოფლის მეურნეობის მიზნით გამოყენებულ საბაგირო გზებზე და ფუნიკულიორებზე;
ბ) საგამოფენო და/ან გასართობ პარკებში გამოყენებულ სტაციონარულ ან მოძრავ საბაგირო გზებზე, რომლებიც განკუთვნილია დასვენების მიზნისათვის და არა მგზავრთა გადასაყვანად;
გ) სამთო მომპოვებელ და სამრეწველო დანიშნულების საბაგირო გზებზე და ფუნიკულიორებზე;
დ) ბაგირ-მართვად ბორანებზე.
ე) ბაგირის საშუალებით გადაადგილებად ტრამვაებზე;
ვ) კბილანური სარკინიგზო გზებზე;
ზ) ჯაჭვით-ამძრავიან მოწყობილობებზ