1. სატრანსპორტო და/ან სათრეველა საშუალებები პროგნოზირებად სამუშაო პირობებში უნდა გამორიცხავდეს ადამიანის გადმოვარდნას ან მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ რისკს.
2. სატრანსპორტო და სათრეველა საშუალებების აღჭურვილობა არ უნდა აზიანებდეს ბაგირს, გამორიცხულ უნდა იყოს აღნიშნული აღჭურვილობის გასრიალება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ყველაზე არახელსაყრელ პირობებშიც კი გასრიალება არსებით საფრთხეს არ უქმნის სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოებას, სათრეველა საშუალებას ან საბაგირო მოწყობილობას.
3. დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია, როდესაც არ იხურება და/ან არ იკეტება კარები (ვაგონებზე, კაბინებზე). სატრანსპორტო საშუალების იატაკი უნდა უძლებდეს მომხმარებლებისგან წარმოქმნილ ზეწოლას და დატვირთვას ნებისმიერი გარემოების დროს.
4. თუ საბაგირო მოწყობილობის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის ოპერატორს მოეთხოვება, რომ იმყოფებოდეს საბაგირო მოწყობილობის სატრანსპორტო საშუალებაში, დაუშვებელია ისეთი სატრანსპორტო საშუალების მუშაობა, რომელსაც გაუმართავი აქვს აღჭურვილობა, რომელიც საშუალებას აძლევს ოპერატორს შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები.
5. სატრანსპორტო საშუალებები და/ან საბუქსირე მოწყობილობები, კერძოდ კი, მათი შეჩერების მექანიზმები უნდა უზრუნველყოფდეს მომსახურე პერსონალის უსაფრთხოებას მათზე სარემონტო სამუშაოების ჩატარების დროს.
6. თუ სატრანსპორტო საშუალებები აღჭურვილია ჩახსნადი მოწყობილობით, მათი გამგზავრების ან ჩამოსვლის დროს, თუ ჩასახსნელი სამაგრი არასწორედ მიუერთდა ან ჩაეხსნა ბაგირს, ასეთ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს სატრანსპორტო საშუალების ჩამოვარდნა და რისკის ქვეშ გაჩერება.
7. ფუნიკულიორის და ორბაგირიანი (საწევი და მზიდი) საბაგირო გზის სატრანსპორტო საშუალებები აღჭურვილი უნდა იყოს ავტომატური სამუხრუჭე მოწყობილობით. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ორბაგირიანი საბაგირო გზის კონსტრუქციული თავისებურებებიდან გამომდინარე ავტომატურ სამუხრუჭე სისტემას არ საჭიროებს.
8. თუ არ არის გამორიცხული სატრანსპორტო საშუალების გზიდან გადასვლის რისკი, სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იყოს ავარიის საწინააღმდეგო მოწყობილობით, რომელიც შეაჩერებს სატრანსპორტო მოწყობილობას ადამიანებისთვის რისკის გარეშ