იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის დაფინანსების მიზნით 17,722,000,000.00 იაპონური იენის ოდენობის სასესხო ხელშეკრულების დადების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№921
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 09/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

  საქართველოს მთავრობის

განკარგულება №921

2009 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის  სააგენტოსა და საქართველოს შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის დაფინანსების მიზნით 17,722,000,000.00 იაპონური იენის ოდენობის სასესხო ხელშეკრულების დადების შესახებ

1. მოწონებულ იქნეს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს შორის  აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის სასესხო ხელშეკრულების პროექტი.

2. „სახელმწიფო ვალის შესახებ“საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს თანხმობა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის დაფინანსების მიზნით 17,722,000,000.00 იაპონური იენის ოდენობის სასესხო ხელშეკრულების დადების თაობაზე.

3. ეთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს სესხის თანხების ათვისებასთან დაკავშირებული საბანკო ურთიერთობების (ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული პირობები და ტარიფები) დარეგულირების მიზნით „The Bank of Tokyo-Mitsubishi UFJ Ltd“-სთან (ტოკიო-მიცუბიში ბანკი) გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება. 

4. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ საქართველოში დასაფინანსებელ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტში, საქართველოს თანამონაწილეობა-თანადაფინანსების ნაწილში, გაითვალისწინოს ტოკიო-მიცუბიში ბანკის მიერ სესხის თანხების ჩამორიცხვასთან დაკავშირებული ტოკიო-მიცუბიში ბანკის საკომისიო ხარჯები.

5. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელ შესყიდვებზე, სასესხო ხელშეკრულების შესაბამისად, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს შესყიდვების პროცედურების გამოყენებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის თანხმობის მისაღებად წარმოადგინოს საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების პროექტი.

პრემიერ-მინისტრი                                                                                   ნ. გილაური