1. თრომბოციტული კონცენტრატის დამზადებისას არ შეიძლება მთლიანი
სისხლის გაცივება.
2. უნდა დაცენტრიფუგდეს მთლიანი სისხლი 200C ტემპერატურაზე, რბილი ცენტრიფუგირების რეჟიმით.
3. პლასტიკის პირველადი კონტეინერი, რომელიც შეიცავს ცენტრიფუგირებულ მთლიან სისხლს, თავსდება პლაზმაექსტრაქტორში.
4. სატელიტი კონტეინერი თავსდება სასწორზე.
5. თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა უნდა გადადინდეს თრომბოციტების
შესანახ კონტეინერში.
6. კონტეინერების დამაკავშირებელი მილები უნდა გადაიკეტოს მომჭერებით.
7. პირველად და სატელიტ კონტეინერებს უნდა ჰქონდეს იდენტური ნომრები.
8. კონტეინერები უნდა დაცილდეს ერთმანეთს და მოთავსდეს ერმასის
კონტეინერი 1-60C ტემპერატურაზე.
9. თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა უნდა დააცენტრიფუგდეს ხისტი ცენტრიფუგირების რეჟიმით 200C ტემპერატურაზე.
10. თრომბოციტებით ღარიბი პლაზმა უნდა გადადინდეს სატელიტ კონტეინერში.
11. იმისათვის, რომ თრომბოკონცენტრატში შენარჩუნებულ იქნეს pH 6.2, თრომბოციტების კონტეინერში დასატოვებელია 50 მლ პლაზმა.
12. თრომბოკონცენტრატიანი კონტეინერი თავსდება მაგიდაზე, ეტიკეტით ქვემოთ და ერთი-სამი საათის განმავლობაში ჩერდება ოთახის ტემპერატურაზე.
13. ხელით შენჯღრევით ხდება თრომბოციტების რესუსპენზირება და კონტეინერი იდება სანჯღრეველაზე (შეიქერზე) ინკუბატორში 20-240C ტემპერატურაზე.
14. თუ პროცედურა ჩატარებულია ფლებოტომიიდან 8 საათის განმავლობაში, მაშინ ნარჩენი პლაზმა შეიძლება გაიყინოს და შეინახოს, როგორც ახლად გაყინული პლაზმა.