1. მთლიანი სისხლი  _ ეს არის დონორისგან, სტერილური და აპიროგენული ანტიკოაგულანტისა და კონტეინერის გამოყენებით აღებული სისხლი.

2. მთლიანი სისხლი, ძირითადად გამოიყენება როგორც საწყისი მასალა სისხლის კომპონენტების დასამზადებლად.

3. ახლად აღებული მთლიანი სისხლი თავის ყველა თვისებას მხოლოდ დროის გარკვეულ  მონაკვეთში ინარჩუნებს. VIII ფაქტორის, ლეიკოციტებისა და თრომბოციტების სწრაფი დაშლა, აღებიდან 24 საათის შემდეგ მთლიან სისხლს უსარგებლო პროდუქტად აქცევს ჰემოსტაზის დარღვევების სამკურნალოდ. მისი შენახვისას აღინიშნება მთელი რიგი ისეთი ცვლილებები, როგორიცაა ჟანგბადთან მჭიდროდ შეკავშირება (oxigen affinity), ერითროციტების სიცოცხლისუნარიანობის დაქვეითება, სისხლის შედედების VIII და V ფაქტორების აქტივობის შემცირება, თრომბოციტების სიცოცხლისუნარიანობისა და ფუნქციის დაკარგვა, მიკროაგრეგატების წარმოქმნა, უჯრედებიდან კალიუმის ან ლეიკოციტების პროტეაზების გამოსვლა და პლაზმის ისეთი ფაქტორების აქტივაცია, როგორიცაა კალიკრეინი.

4. კონტეინერის ეტიკეტზე აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) კომპონენტის დასახელება და მოცულობა;

ბ) მწარმოებლის დასახელება და მისამართი (კოდი);

გ) სისხლის აღებული დოზის ნომერი;

დ) ABO ჯგუფი და რეზუსი (უნდა იყოს აღნიშნული მკაფიოდ, დიდი სიმბოლოებით, თვალშისაცემად);

ე) ანტიკოაგულანტი ხსნარის შემადგენლობა და მოცულობა;

ვ) დამზადების თარიღი და შენახვის ვადა;

5. გადასხმისათვის დამზადებული დონორის მთლიანი სისხლი +20C-დან

+60C-მდე ტემპერატურაზე უნდა ინახებოდეს. მისი შენახვის ვადა დამოკიდებულია გამოყენებულ ანტიკოაგულანტ/ჰემოკონსერვანტ ხსნარზე.

6. ხარისხის კონტროლი ძირითადად მთლიანი სისხლის დამზადების სტადიაზეა საჭირო მისი უსაფრთხოების და შემდგომი გამოყენებისას ეფექტურობის უზრუნველყოფისთვის.

7. მთლიანი სისხლის ხარისხის კონტროლის მოთხოვნები წარმოდგენილია ცხრილში 1.

ცხრილი 1

მთლიანი სისხლის ხარისხის კონტროლი

პარამეტრი

ხარისხის მოთხოვნები

კონტროლის სიხშირე

კონტროლს აწარმოებს

HBsAg

ნეგატიური

ყველა დოზა

სკრინინგ. ლაბ.

ABO, Rh

ტიპირება

ყველა დოზა

სეროლოგიური ლაბ.

HIV-Abs

ნეგატიური *

ყველა დოზა

სკრინინგ ლაბ.

HCV

ნეგატიური *

ყველა დოზა

სკრინინგ ლაბ.

სიფილისი

ნეგატიური

ყველა დოზა

სკრინინგ ლაბ.

მოცულობა

450 მლ ± 10% მოცულობა ანტიკოაგულანტის გარეშე

ყველა დოზის 1%, მინიმუმ 4 დოზა თვეში

საპროცესო ლაბ.

ჰემოგლობინი

მინიმუმ 45 გ/დოზა

4 დოზა თვეში

ხარისხის კონტრ. ლაბ.

ჰემოლიზი შენახვის ბოლოს

მაქსიმუმ 0,8 % ერითროციტების

მასისა

4 დოზა თვეში

ხარისხის კონტრ. ლაბ.

8. დამზადების შემდეგ სისხლის ტრანსპორტირება ტემპერატურის კონტროლის პირობებში, +20C-დან  +60C-მდე ტემპერატურაზე უნდა განხორციელდეს. სისხლის ბანკებიდან ტრანსპორტირებისათვის უნდა შეირჩეს სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ სატრანზიტო დროში (24 საათი) ჩატევას და ტემპერატრულ რეჟიმს: არა უმეტეს +100C დაცვას.

9. მთლიანი სისხლი, ძირითადად განიხილება როგორც საწყისი მასალა სისხლის კომპონენტების დასამზადებლად. ის გადასასხმელად მხოლოდ უკიდურეს, იშვიათ შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული: მოცირკულირე სისხლის მოცულობისა და წითელი უჯრედების ერთდროული დეფიციტისას, პლაზმის შემცვლელების და კომპონენტების უქონლობის შემთხვევაში.

10. დონორის მთლიანი სისხლის და რეციპიენტის სისხლის შეთავსება ტრანსფუზიის წინ სპეციალური ტესტით უნდა იყოს შემოწმებული. გადასხმა უნდა მოხდეს მხოლოდ მიკროაგრეგატული ფილტრით (170-200μm).

11. მთლიანი სისხლის გადასხმის უკუჩვენებაა:

ა) ანემია სისხლის მოცულობის დეფიციტის გარეშე;

ბ) პლაზმის სხვადასხვაგვარი აუტანლობა (ინტოლერანტობა);

გ) აუტანლობა ლეიკოციტური ანტიგენების საწინააღმდეგო ალოიმუნიზაციის გამო.

12. გვერდითი ეფექტები:

ა) ცირკულაციური გადატვირთვა;

ბ) ტრანსფუზიული ჰემოლიზური რეაქციები;

გ) ტრანსფუზიული არაჰემოლიზური რეაქციები; (ძირითადად შემცივნება, ცხელება, ჭინჭრის ციება);

დ) ბაქტერიული დაბინძურებით გამოწვეული სეფსისი;

ე) შესაძლებელია სიფილისის გადაცემა, თუ ერითროციტები, 40C პირობებში 72 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში იქნა შენახული ;

ვ) კონტროლის მკაცრი პროცედურის მიუხედავად შესაძლოა ვირუსი მაინც იქნეს გადაცემული (ჰეპატიტი, HIV და ა.შ.);

ზ) იშვიათად, მაგრამ შესაძლებელია protozoa-ს (მაგ. მალარიის) გადაცემა;

თ) ალოიმუნიზაცია HLA-სა და ერითროციტული ანტიგენების წინააღმდეგ;

ი) ციტრატული ინტოქსიკაცია ახალშობილებში და დაქვეითებული სასიცოცხლო ფუნქციების პაციენტებში;

კ) ბიოქიმიური დისბალანსი მასიური გადასხმისას, მაგ., ჰიპერკალემია;

ლ) პოსტტრანსფუზიული პურპურა;

მ) ფილტვის დაზიანება ტრანსფუზიის დრო