საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის პროექტის მოწონების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2216
2013 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის პროექტის მოწონების თაობაზე
„აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიუ ლი პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდე ბარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელო ბის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერო ვნულ ი ცენტრისთვის აშშ-ს ჯანმრთელობისა და მომსახურების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრ ი ს მიერ გამოყოფილი გრანტის მი ღე ბის შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტის პროექტი (შემდეგ თემებზე: 1. სა მ ხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიული სწავ ლე ბის პროგრამა . 2. ნოზოკომიური ინფექციების და ანტიმიკრობული რეზისტენტობის (HAI/AMR) ეპიდზედამხედველობა. 3. მწვავე ფებრილური დაავადებების ეპიდზედამხედველობა. 4. ეროვნული ლაბორატორიული სისტემის სიმძლავრეების გაძლიერება. 5. იმუნიზაციის ეროვნული პროგრამის გაუმჯო ბესება. 6. ჯილეხის კონტროლის ეროვნული პროგრამის ამუშავება. 7. ცოფის კონტროლის ეროვნული პროგრამის ამუშავება . 8. ჰეპატიტების ეპიდზე დამხედველობის გაძლიერება. 9. გადამტანებით გადაცემადი დაავადებების ეპი დზედამხედველობის დიაგნოსტიკისა და რეაგირების მხარდაჭერა. 10. ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის სიახლეები . 11. მალარიის სერტიფიცირება).
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი