„კლინიკური მდგომარეობების მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) შემუშავების მიზნით გრანტის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №180 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№92
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.017711
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/01/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №92

2014 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“  საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „კლინიკური მდგომარეობების მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) შემუშავების მიზნით გრანტის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №180 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17.05.2012, 470230000.10.003.016853) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“  საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს „კლინიკური მდგომარეობების მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) შემუშავების საგრანტო პროგრამა.“;

 ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2.  „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“  საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი – 35 03 05) გათვალისწინებული ასიგნებებიდან.“;

გ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. „პროგრამის თანადაფინანსებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჯანდაცვის სექტორში მოქმედ საერთაშორისო დონორებს და სხვა არასახელმწიფო ორგანიზაციებს.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „კლინიკური მდგომარეობების მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) შემუშავების საგრანტო პროგრამის:“

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. კლინიკური მდგომარეობების მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) შემუშავების საგრანტო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში კლინიკური პრაქტიკის ხარისხის გაუმჯობესებასა და ქვეყანაში საერთაშორისოდ აღიარებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო პრაქტიკის დანერგვას, ღიად გამოცხადებული საგრანტო კონკურსის (შემდგომში – კონკურსი) გზით შეარჩიოს და დააფინანსოს კლინიკური მდგომარეობების მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) პროექტები.    

2. კონკურსი იმართება ღიად და საჯაროდ, გამჭვირვალე კონკურენტულ გარემოში, დამოუკიდებელ ექსპერტიზაზე დაყრდნობით.

3. კონკურსში შეირჩევა და დაფინანსდება ისეთი პროექტები, რომლებიც ეფუძნება დარგში საერთაშორისოდ აღიარებულ, კლინიკური მდგომარეობის (ნოზოლოგია/სინდრომი) მართვის გაიდლაინს, ადგენს მდგომარეობის მართვის მკაფიოდ განსაზღვრულ ეტაპებსა და მოქმედებათა თანმიმდევრობას და ამასთანავე, ადაპტირებულია საქართველოს რეალობასთან.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული პრინციპების შესაბამისად შერჩეული პროექტები, მათ დაფინანსებამდე, წარედგინება „კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) შემუშავების, შეფასებისა და დანერგვის ეროვნულ საბჭოს“ (შემდგომში – საბჭო), რომელიც მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოფს პროექტების განხილვასა და დამტკიცების პროცესის კოორდინაციას.

5. საბჭოს მიერ მოწონებული პროექტები გადაეცემა საკონკურსო კომისიას, რომელიც გამოავლენს საბოლოოდ შერჩეულ პროექტებს, რომლის დაფინანსებაც მოხდება ამ დადგენილებით დადგენილი წესის შესაბამისად.

6. პროგრამა ფინანსდება სახელმწიფო რესურსებით. თანადაფინანსება ასევე შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამის მხარდამჭერი არასახელმწიფო ორგანიზაციების მიერ, პროგრამაში გამარჯვებული პირების სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში.“;

ბ) მე-2 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონკურსის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალური აპარატი, რომელიც უზრუნველყოფს:

ა) კონკურსის გამოცხადებას კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) საკონკურსო კომისიის შექმნას კონკურსის მონაწილეთა და საკონკურსო წინადადებების შეფასების მიზნით. ამასთან, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში წარდგენილი იქნებიან პროგრამის თანადაფინანსებაში მონაწილე ორგანიზაციის წარმომადგენლები (ასეთის არსებობისა და მათი სურვილის შემთხვევაში);

გ) კონკურსის ჩატარების წესისა და საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების დადგენასა და საჯაროდ გამოცხადებას, აგრეთვე საკონკურსო დოკუმენტაციისა და პროექტის შესრულების ანგარიშის ფორმების შემუშავებას;

დ) პროექტების პირველად (მეთოდოლოგიურ) შეფასებას, საჭირო საექსპერტო რესურსების მოზიდვასა და პროექტების შეფასების პროცედურების ადმინისტრირებას;

ე)  კომისიის მიერ შერჩეული პროექტების საბჭოსათვის წარდგენას;

ვ) კონკურსში გამარჯვებულ ორგანიზაციებთან საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებას, გაწეული სამუშაოს მიღება-ჩაბარებასა და დაფინანსებას დადგენილი წესის შესაბამისად;

ზ) პროგრამისა და კონკურსის წარმართვისათვის აუცილებელი სხვა ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელებას.“;

ბ.ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საპროექტო წინადადებებისა და პროექტების შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრას, მათ შერჩევას და შერჩეული პროტოკოლების პროექტების საბჭოზე განსახილველად წარდგენას;“;

 ბ.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პროგრამის განხორციელების ვადაა 2014 წლის 30 ივნისი.“;

გ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კონკურსში მონაწილე პროექტს უნდა ჰყავდეს პროექტის ხელმძღვანელი, რომელიც წარმართავს პროექტის მიმდინარეობას და პასუხისმგებელია პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, საბჭოზე წარდგენილი პროტოკოლების შესაბამისი დარგის, მიუკერძოებელი ექსპერტული დასკვნებით უზრუნველყოფაზე, ამავე დადგენილებით დამტკიცებული „კლინიკური მდგომარეობების მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) შემუშავების საგრანტო პროგრამის“ მე-4 მუხლის შესაბამისად.“;

დ) მე-4 მუხლის:

დ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაუშვებელია კონკურსში პროტოკოლის პროექტის პირველადი (მეთოდოლოგიური) შეფასების პროცესში ჩართული  პირის მონაწილეობა.“;

.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დაუშვებელია პროტოკოლის პროექტის პირველადი (მეთოდოლოგიური) შეფასების პროცესსა და ადმინისტრირებაში მონაწილეობდეს კომისიის წევრი ან იყოს პირი:

ა) რომელმაც შესაძლოა უშუალოდ მიიღოს ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის გამარჯვების ან დამარცხების შემთხვევაში;

ბ) რომელიც – თვითონ არის დაინტერესებული მხარე პროექტში, პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის ნათესავია, პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია, შრომით ურთიერთობაშია პროექტში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან.“;

დ.გ) მე-5 პუნქტის შემდეგ  დაემატოს  51 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

 „51. დაუშვებელია ექსპერტი იყოს იმავე პროფესიული ასოციაციის წევრი, რომლის მიერაც წარმოდგენილი პროტოკოლების შეფასებაში იგი მონაწილეობს“;

დ.დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „6. კომისიის წევრი, პროექტის პირველადი (მეთოდოლოგიური) შეფასების პროცესში ჩართული პირი და ექსპერტი ვალდებულია სამინისტროს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ.“;

დ.ე) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია ექსპერტის ან პროექტის პირველადი (მეთოდოლოგიური) შეფასების პროცესში ჩართული პირის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ სამინისტროსთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების კომისიის მიერ დამტკიცებამდე, სამინისტრო უფლებამოსილია, იმსჯელოს მათ მიერ გაკეთებული შეფასებების გაუქმების შესახებ.“;

ე) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

საგრანტო პროგრამის საერთო თანხა განისაზღვროს არაუმეტეს 117 ათასი ლარით.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი