ნ. ფრუიძის საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „მემარჯვენე ოპოზიციის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №591
2007 წლის 17ოქტომბერი
ქ. თბილისი
ნ. ფრუიძის საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „მემარჯვენე ოპოზიციის“მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ
1. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“156-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „მემარჯვენე ოპოზიციის“მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე – „საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორების შესახებ“, „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“და „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“– საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ფრუიძე.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი